ტაილანდის ჯუნგლებში კონსტრუირებული რესტორანი
ტაილანდის ტროპიკულ ტყეში, კუნძულ Koh Kood-ის სანაპიროსთან მიტოვებულ ედემში გაიხსნა რესტორანი, ,,Treepod dining”, რომელიც ვიზიტორებს გასაოცარ გარემოს სთავაზობს. ჯუნგლების ეგზოტიკაში კონსტრუირებული რესტორნის დიზაინი ორი წლის განმავლობაში იხვეწებოდა. ცამდე აწვერილ ხეებზე დამონტაჟებული ,,ნავები” ოთხ ადამიანზეა გათვლილი. რესტორნის ეს დიზაინი ინსპირირებულია ჩიტების მიერ შექმნილი ბუდეებით. ხეებზე დიდი ზომის ბუდეებია, რომლებიც მიწიდან 6 მეტრითაა დაშორებული. რესტორნიდან განუმეორებელი სანაპიროს ხედი იშლება...

თოვლივით თეთრ ქვიშას მშვიდი ზღვის ტალღები ეფერებიან, შენ კი ბუნების ჰარმონიასთან შერწყმული, შეფ-მზარეულ Khum-ის მიერ დამზადებულ ორგანულ საკვებს აგემოვნებ…  ეს ადგილი ის სამოთხის ბაღია, რომლიდანაც ადამი გამოაძევეს… ამ ადგილის სტუმრობა სახლში დაბრუნებას ჰგავს. სამყაროს ეს ღირსშესანიშნავი რესტორანი, ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, განიცადოს ბუნების ჰარმონიულ ჯაჭვში დაბრუნებისგან განცდილი აღფრთოვანება.  ცოცხალი მუსიკა საჭირო არ არის, შეგიძლია ჯუნგლების ბუნებრივ, ნეტარებით აღსავსე ხმაურს მოუსმინო, ეგზოტიკური ჯიშის ფრინველებსა და ცხოველებს დააკვირდე, დააგემოვნო ტაილანდური სპეც-ეფექტებით შექმნილი ორგანული, ჯანსაღი საკვები და თავი სამყაროს ბუნებრივ ნაწილად იგრძნო. შეგიძლია დაივიწყო ქალაქის ხმაურიანი, დამღლელი ცხოვრება და ცოტა ხნით ფესვებს დაუბრუნდე. გადახვიდე იმ ისტორიულ პერიოდში, როცა ადამიანი პარაზიტი და ბუნების გამანადგურებელი კი არა, მისი ნაწილი და ჰარმონიის განმაპირობებელი ჯაჭვის რგოლი იყო.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL