2018 წელს ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში, 6,25 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის იანვრის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება.

მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 15,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 33%-ით მეტია.

„წლის დასაწყისში ექსპორტის ზრდის გასული წლების ტენდენცია შენარჩუნებულია. 2018 წელი დასრულდა რეკორდული ციფრებით, რადგან საქართველოდან განხორციელდა 86,2 მლნ ბოთლის ექსპორტი, ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იანვრის მონაცემებით, ექსპორტი გაზრდილია სხვადასხვა ბაზრის მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რაოდენობის 22%-იანი ზრდის ფონზე, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 33%-ით გაიზარდა. ეს მიანიშნებს, რომ ქართული ღვინის საექსპორტო ფასი მზარდია საერთაშორისო ბაზრებზე“. - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა: პოლონეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

გარდა ამისა, ექსპორტი გაიზარდა ევროპის მიმართულებითაც, კონკრეტულად - გერმანიაში, შვედეთსა და ბულგარეთში.

ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა შეეხო ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის ქვეყნებსაც, მაგალითად: აზერბაიჯანი, მონღოლეთი, რუსეთი, ბელარუსი და სხვა.

ამ დროისათვის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

რაც შეეხება ღვინის კომპანიებს, 2019 წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 96-მა კომპანიამ განახორციელა და გარდა ღვინისა, მსოფლიოს 5 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,4 ათასი ბოთლი ჭაჭა. მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 23 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის იანვართან შედარებით 23%-ით  მეტია.
ღვინის ექსპორტი
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL