საქართველო ნიუ-იორკის საერთაშორისო გამოფენაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ნიუ-იორკში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე - New York Times Travel Show საქართველო ბრინჯაოს სპონსორის სტატუსით იყო წარდგენილი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოს სტენდი სპონსორების მთავარ დარბაზში, გამოფენის ცენტრალურ ნაწილში განთავსდა და მას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ქართული კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

„გამოფენაზე საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებისთვის საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება გაიმართა. სტუმრები გაეცნენ ქართულ კულტურას და გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ The New York Times Magazine-ში რეკლამა განთავსდება. ასევე გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან, რომლის მიზანიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურისტების მოზიდვაა“.

აქვე გეტყვით, რომ ამჟამინდელი სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს 41863 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა.  New York Times Travel Show-ზე კი, მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 600-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 1300-ზე მეტი ჟურნალისტი და 10 ათასზე მეტი ტურიზმის სფეროს პროფესიონალი დაესწრო.
New York Times Travel Show
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL