აკონტროლე დრო საყვარელი გამოსახულებით
Handmade clocks 2013 წელს შექმნილი ბრენდია, რომელიც დროის სვლას ისტორიაში ყველაზე გენიალურ მხატვრებთან ერთად, ვინილის ფირფიტებზე აერთიანებს.
handmade clocksის, რის გამოც ბრენდის პროდუქციით დავინტერესდით, მისი ორიგინალური დიზაინია, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას, საყვარელი გამოსახულებითა თუ წარწერით შეძლოს დროის განსაზღვრა. დეტალური ინფორმაციისთვის infos.ge ბრენდის დამაარსებელს - მარიამ ჟორჟოლიანს ესაუბრა.
handmade clocks„პირველი ნამუშევარი, სულაც არ იყო გათვლილი გასაყიდად, უბრალოდ ჩემთვის ვინილის ფირფიტაზე გავაკეთე საათი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ მას მოჰყვა ბრენდის შექმნის იდეაც. ამ ეტაპზე მომხმარებელს მაჯის, კედლისა და მაღვიძარა საათების ფართო არჩევანს ვთავაზობ. ძველ მუსიკალურ ფირფიტებსა და მაჯის საათებზე გადატანილი ხელოვნების ნიმუშები, რომლებსაც დრო ვერ მოერია, თვითონ იქცა დროდ. ჩვენ კი, ამ ყველაფრით მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ გაუკეთონ საყვარელ ადამიანებს ორიგინალური საჩუქარი“.
handmade clocksროგორც გავიგეთ, კედლის საათები, რომლის დიზაინიც ვინილზე იქმნება, 35-60 ლარი ღირს და დამოკიდებულია ფირფიტის ზომაზე. რაც შეეხება მაჯის საათებს, მათი ფასიც საათის სამაჯურის ხარისხზეა დამოკიდებული და 80-120 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„ამ ეტაპზე მხოლოდ შეკვეთებზე ვმუშაობთ. მსურველებს შეუძლიათ Facebook-ის საშუალებით შეუკვეთონ სასურველი საათი, რომელსაც 2 დღეში დავამზადებთ და ადგილზე მივუტანთ. ასევე შესაძლებელია ჩვენს სახელოსნოში სტუმრობაც, პროდუქციის დათვალიერება და შეკვეთის იქვე გაკეთება“.
handmade clocks
ტრადიციულად დავინტერესდით მასალით, რომელსაც მარიამი საათების შესაქმნელად იყენებს. აღმოჩნდა, რომ მაჯის საათებზე გამოყენებული მასალა ტყავის შემცვლელი და ნატურალური ტყავია. დიზაინერები და გრაფიკოსები, მაქსიმალურად ცდილობენ დამკვეთის ყველა სურვილი სრულფასოვნად შეასრულონ და თითოეული მათგანი გააბედნიერონ.
handmade clocks
Handmade clocks-ის პროდუქციის სანახავად, შეგიძლიათ მათ Facebook გვერდს ეწვიოთ ( https://www.facebook.com/XelnaketiSaatebi/?epa=SEARCH_BOX )  ან ესტუმროთ სახელოსნოში, რომელიც ვაჟა ფშაველას 75 ნომერში მდებარეობს.
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL