საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი წინანდალში გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ გაიმართა.

კონკურსზე გამარჯვებული კომპანიები და მცირე მარნები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომებით დააჯილდოვეს. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საფერავის საერთაშორისო კონკურსის მიზანი საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშისა და მისგან წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებაა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციის დასაწყისი. საფერავი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართულ მეღვინეობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საფერავი გახდება ლიდერი ქართული ღვინის ახალ ბაზრებზე. სწორედ ამ ჯიშის და მისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაცია არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რაშიც საფერავის საერთაშორისო კონკურსი დიდ წვლილს შეიტანს“. - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გარდა მცირე მარნებისა და კომპანიებისა, მინისტრმა კონკურსში მონაწილე მეღვინეებიც დააჯილდოვა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი 2018 წლის 15-16 დეკემბერს, თბილისში გაიმართა, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებლები იღებდნენ. გამარჯვებულები ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა, ხოლო მონაწილეობა 87-მა კომპანიამ მიიღო, რომელთაც 200-ზე მეტი ნიმუში წარმოადგინეს.
saferavi
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL