სად გავატაროთ დასვენების დღეები 8-9 თებერვალს

infos.ge არ ღალატობს რუბრიკას და აგრძელებს თქვენთვის კვირის მნიშვნელოვანი ივენთების გაცნობას. ტექნო მუსიკის ბუმბერაზებით დაწყებული, საბავშო გასართობ-ინტელექტუალური ღონისძიებებით დამთავრებული.

ელექტრონული მუსიკა

KHIDI
პირველმა თებერვალმა მშვიდობიანად ჩაიარა, იტალიელი დუოსა და SEPT-ის მერე არაფერი გაუკვირდებათ ქართული ,,underground” ტექნო მუსიკის მოყვარულებს, მაგრამ KHIDI ცდილობს სიამოვნების და რელაქსის დეფიციტი ამოავსოს, ამიტომ 8 თებერვალს KHIDI-ის სცენას ეწვევა ბერლინელი DJ PARALLX. მისი უხეში, რევოლუციური მუსიკა 90-იანი წლების ტექნო კულტურითაა ინსპირირებული. მას პარტნიორობას და მასპინძლობას გაუწევენ KHIDI-ის რეზიდენტები ლეონ ლოლიშვილი და გიგა არაბული იგივე FREQUENCY SHIFTER. G2-ის სცენას კი, ლეგენდარული დეტროიტელი DJ TERRENCE PARKER დაიპყრობს, რომლის გვერდითაც ქართული ტექნო სცენის გამორჩეული არტისტები სოლო გაგუა და გიორგი კაკოიშვილი დაუკრავენ.

Tickets: https://khidi.ge/product/friday-8-feb/
I pre-sale: 20 GEL
II pre-sale: 30 GEL
III pre-sale: 40 GEL
Door: 40 GEL
Facebook event: https://www.facebook.com/events/242041576684609/

BASSIANI

ქართული ტექნო კულტურის პირველი მერცხალი BASSIANI, 8 თებერვალს ქართველ რეივერებს გენიალური იდეის მატერიალიზაციას სთავაზობს. პარასკევს ღამით BASSIANI-ის სცენას ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული კოლექტივის LIVITY SOUND-ის 3 გამორჩეული წევრი ეწვევა. PEVERELIST, HODGE და COURTESY  უფრო ნათელს, ენერგიულს და თავისუფალს გახდის ამ დღეს. HOROOM-ის ზღვისფერ სამყაროში ჩაძირულებს კი სცენას დაბრუნებული KVACHI და ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სცენის ხშირი სტუმარი AKHVLEDIANI დახვდებათ.
Tickets:https://bassiani.com/night/bassiani-horoom-08-02-19/
I pre-sale: 20 GEL
II pre-sale: 30 GEL
Door: 30 GEL
Facebook event: https://www.facebook.com/events/348885889174009/
საჯარო ლექცია

9 თებერვალს ლევან ბერძენიშვილის ლექციის მასპინძელი ,,წიგნის სახლი ბახტრიონზე” იქნება. ლექცია შექსპირის პიესას ,,ოტელოს” შეეხება. უილიამ შექსპირის პიესების სალექციო ციკლის ფარგლებში დაგეგმილია 5 ლექცია. შაბათს ჩატარებული ლექციის საფასურია 30 ლარი, სტუდენტებისთვის 25. სრული კურსის ღირებულება კი არის 130 ლარი სტუდენტებისთვის კი 100. ლექცია 8 საათზე დაიწყება და იქიდან გამომდინარე რომ ლევან ბერძენეშვილი თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე და ფილოლოგია, ამ ლექციის გამოტოვება არ შეიძლება.
Facebook event: https://www.facebook.com/events/280035539328376/
გამოფენა

1930 წელს დაბადებული ქართველი ხელოვანის, ვახტანგ ქოქიაშვილის პერსონალურ გამოფენას გვთავაზობს Windows Project და თიბისი სტატუსი. საქართველოში ვიტრაჟული ხელოვნების ფუძემდებლის ვახტანგ ქოქიაშვილის პროექტის დასახელებაა ,,Second Order” სამყაროს ისტორიოგრაფიის ანარეკლია. მის გამოფენაში შევხვდებით მითოსურ, რელიგიურ პასაჟებსა და ეთნოგრაფიულ პოპს. გამოფენა 20 თებერვლამდე გაგრძელდება.
მისამართი: ერეკლე ტატიშვილის N9
Facebook event:https://www.facebook.com/events/212337279652921/


ბავშვებისთვის

უამრავი კინო და თეატრალური პერფორმანსი გვინახავს შარლ პეროს ზღაპრის მიხედვით გაცოცხლებული, მაგრამ ახმეტელის თეატრში დადგმული სპექტაკლი ,,კონკია” ბავშვების საყვარელ წარმოდგენად გადაიქცევა. ამ სპექტაკლის რეჟისორია ლაშა გოგნიაშვილი. სპექტაკლი 8 თებერვალს პირველ საათზე დაიწყება. ბილეთის ღირებულებაა 7 ლარი.
Tickets: https://biletebi.ge/akhmeteli-theatre/konkia-premiera-cindarella
თეატრი



თეატრის მოყვარულთათვის 8 თებერვალი ნამდვილი დღესასწაულია. თუმანიშვილის თეატრში ზურაბ გეწაძის რეჟისორობით იდგმება ,,მეფე ლირი”. სპექტაკლში მონაწილეობენ ზურაბ და გიორგი ყიფშიძეები. სპექტაკლის ხანგრძლივობაა 3 საათი და 12 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან. თუმანიშვილის თეატრის კარი ამ სპექტაკლისთვის 8 საათზე გაიხსნება. ბილეთის ფასია 16 ლარი.
Tickets: https://biletebi.ge/tumanishvili-theatre/mefe-liri-king-lear
გ.ტაბიძის N1-ში გელოდებათ გალაქტიონის, პოეტების მეფის შემოქმედების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,ლურჯა ცხენები”. ,,მოხეტიალე მთვარი თეატრის” მიერ დადგმული ექსპერიმენტული სპექტაკლის დასაწყისია 8 საათი. ეს სიამოვნება 2 საათი გაგრძელდება და ბილეთის ღირებულებაა 10 ლარი. 

Tickets: https://biletebi.ge/mokhetiale-mtvaris-teatri/lurja-tskhenebi-lurja-tskhenebi?fbclid=IwAR3uUkTkJDlMtH9zz-ddtrfqMTXG9-O2vBcSLHfv9ewkUHRyHexYUlwLlX0

კლასიკური მუსიკა

9 თებერვალი კლასიკური მუსიკის და ირაკლი ცინცაძის კომპოზიციების მსმენელთათვის გამორჩეული დღეა. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება კომპოზიტორ ირაკლი ცინცაძის შემოქმედებითი საღამო. სცენაზე ასევე გამოჩნდება ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი და ინსტრუმენტული ანსამბლი გიორგი შილიკაძის დირიჟორობით. კონცერტი იწყება 19:30 საათზე და ბილეთის ღირებულებაა 10 ლარი.
Tickets:https://biletebi.ge/kakhidzis-musikaluri-tsentri/irakli-tsintsadzis-musikis-kontserti-music-of-irakli-tsintsadze

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL