ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექვსი ახალი ავიამიმართულება დაემატება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, 31 იანვარს ხელი მოეწერა "Wizz air“–თან ხელშეკრულებას ახალ ფრენებთან დაკავშირებით.

როგორც გავიგეთ, ხელშეკრულება "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა" და უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას „Wizz air“ შორის გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "Wizz air"-ის მესამე ბაზირებული, AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაემატება და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს.

„აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება. ეს სიახლე ჩვენ მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ სამიზნე ბაზრებიდან, საიდანაც ჩამოდიან მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტები, რაც ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია“  - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ. 

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, „Wizz air"–მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დამატებიდან 8 თვეში მესამე თვითმფრინავი და 6 ახალი მიმართულება დაამატა. საქართველოში ოპერირება უნგრულმა ავიაკომპანიამ 2012 წელს დაიწყო. 7-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის მანძილზე ავიაკომპანიამ საქართველოში 202 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა და 250–ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა.

ახალი ხელშეკრულების დადების შედეგად კი, შეიქმნება 30–ზე მეტი სამუშაო ადგილი და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL