რივერსაიდ ბაბილო - მიმოხილვა
პრესტიჟული - გავლენიანი, ავტორიტეტული და სანდო. სწორედ ასე მესმოდა რესტორან რივერსაიდ ბაბილოს შესახებ. ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ ეს ადგილი არის კარგად მოწყობილი, სანდო, კარგი მომსახურებით გამორჩეული და ა.შ. ბევრი დადებითი რამ,  ამიტომ გადავწყვიტე მე თვითონ დამეგემოვნებინა მათი კერძები და შემეფასებინა მომსახურება.
რივერსაიდ ბაბილოში ვიზიტი გადავწყვიტეთ საღამოს პერიოდში. მანქანის პარკინგისთვის გამოყოფილი ადგილი საკმაოდ დიდია და სტუმრებს პარკირების პრობლემა სავარაუდოდ არ შეაწუხებთ. როგორც ყველა მაღალი დონის რესტორანს შეეფერება შესასვლელში კარი შვეიცარმა გაგვიღო, ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ შვეიცარი ფერადკანიანი იყო - პირველი დადებითი მუხტი სწორედ აქ გაჩნდა, მადლობა ბაბილოს ადმინისტრაციას ამისთვის. შესასვლელში გზად მიმტანს ვკითხე გასართობი პროგრამა მეორე სართულზე იყო თუ პირველზე და მათი პასუხის შესაბამისად მეორე სართულისკენ გავეშურეთ.
პირველი მინდა აღვნიშნო მათი ინტერიერი - ინტერიერის მხრივ ეს რესტორანი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება თბილისში, ძალიან თანამედროვედ არის ყველაფერი მოწყობილი, კარგი განათებაა და ნამდვილად კომფორტული გარემო.
ინტერიერი  

მაგიდაზე დავსხედით, მოვითხოვეთ მენიუ და აქედან დაიწყო ის, რასაც მაღალი დონის ვერცერთ რესტორანში ვერ შეხვდებით. მენიუში ზოგიერთი ფურცელი მოხეული იყო, მას სათუთად ვეპრყრობოდი,  მძიმედ და აუჩქარებლად ვფურცლავდი სხვა გვერდზე წინააღმდეგ შემთხვევაში მენიუს ფურცლები ხელში შემრჩებოდა. მე და ჩემმა თანხმლებმა პირება გადავწყვიტეთ დაგვეგემოვნებინა ხინკალი, ცეზარი და კარტოფილი ფრი.
მოვიდა მიმტანი, ვუთხარით ჩვენი შეკვეთა და...აღმოჩნდა რომ მეორე სართულზე ხინკალს ვერ მოგვიტანდნენ, იმიტომ რომ არ მოგვიტანდნენ, გვითხრეს თუ ხინკალი გინდათ დაბლა ჩაბრძანდით ან სხვაგან მიბრძანდითო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გადავწყვიტეთ დაბლა (პირველ სართულზე) დავმსხდარიყავით. აქ ერთი საინტერესო რჩევა მინდა მივცე რესტორან ბაბილოს ადმინისტრაციას, თუ ხინკალს მეორე სართულზე ვერ აიტანთ და ვერც წინასწარ აცნობებთ მომხმარებელს ამას მარტივად შეგიძლიათ სხვადასხვა მენიუ გააკეთოთ პირველი სართულისთვის და მეორე სართულისთვის რათა მსგავს სიტუაციაში არ ჩავარდნენ თქვენი სტუმრები, თავი ცუდად არ იგრძნონ და უკმაყოფილოები არ გავიდნენ თქვენი რესტორნიდან.  რესტორნიდან გასული უკმაყოფილო მომხმარებელი თქვენთვის დიდი ხნით დაკარგული მომხმარებელია და ის განმეორებით თქვენს არცერთ ქსელში აღარ მოვა.
როგორც უკვე აღვნიშნე მოვთავსდით დაბლა (პირველ სართულზე), ჩვენს გვერდით რამდენიმე მაგიდა დაკავებული იყო, ყველა მაგიდაზე იდგა შანდალი წითელი სანთლით, სანთლის ანთებას დიდი დამსახურება, რომ უნდოდა კი ვიცოდი მაგრამ ბაბილოში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში, ყველა მაგიდაზე ენთო ჩვენთან კი - არა! მიმტანს უნდა ეკითხა, შეიძლება საერთოდაც უარი გვეთქვა მის ანთებაზე, მაგრამ ერთგვარი ყურადღების გამოხატვა იქნებოდა. დაბლა სართულზეც ისევ ისეთი მოხეული ფურცლების შეკოწიწებული მენიუ მოგვართვეს, უბრალოდ გადავხედე მენიუს, თვალში მომხვდა ცოტა მაღალი ფასები სხვა რესტორნებთან შედარებით და შევუკვეთეთ ხინკალი, ცეზარი და კარტოფილი ფრი, დასალევად კი ლიმონათი. მიმტანზე ვერანაირად ევრ ვიტყვი რომ მეგობრული იყო თქო, საერთო ჯამში ორი მიმტანი ემსახურებოდა ჩვენს მაგიდას მაგრამ უფრო მეტად უკმაყოფილო ვარ მათი მომსახურებით ვიდრე კმაყოფილი. თუ ესტუმრებით გირჩევთ, რომ თეფშების შეცვლაზე აუცილებლად გამოიჩინოთ ინიციატივა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ თეფშზე მოგიწევთ მიირთვათ რამოდენიმე კერძი.
მომსახურება    

რაც შეეხება კერძებს, ცეზარი ნამდვილად გემრიელი და კარგად გაფორმებული იყო. ხოლო ხინკალზე ვიტყოდი, რომ ნორმალური იყო, თუმცა არაფრით გამოირჩეოდა ბევრად უკეთესი ხინკალი აქვთ სხვა რესტორნებში და ლუდის ბარებში. ცალკე აღნიშვნის ღირსია შემწვარი კარტოფილი ფრი, ან მზარეულს დაავიწყდა კარტოფილი რომ ჩაყარა და მეტი დრო გაატარა ზეთში ან კიდევ ზეთს ცვლიან ძალიან იშვიათად, როგორც სხვებისგან მსმენია და მეც მინახავს ახალ ზეთში შემწვარი კარტოფილი მოყვითალო ფერისაა, რივერსაიდ ბაბილოში მორთმეული ფრი კი მუქი ყვითელი იყო და გემოთიც ვერ დაიკვეხნიდა. არ ვიცი სხვა კერძებზე რა ხდება, როგორი სიტუაციაა მაგრამ ჩემს მიერ დაგემოვნებული კერძებიდან მხოლოდ ცეზარი იყო მისაღები ხარისხი მაღალი დონის რესტორნისთვის.
კერძები     

გასართობი პროგრამა მხოლოდ მეორე სართულის სტუმრებისთვის არის განკუთვნილი, ხმა მეორე სართულიდან თუ ჩამოაღწევს რადგან პირველ სართულზე დინამიკები ხმას არ გამოსცემს და სავარაუდოდ ინტერიერის ნაწილს, დეკორაციას წარმოადგენს. მომღერლებით დიდად აღფრთოვანებული არ ვყოფილვარ, ისე მღეროდნენ თითქოს ეზარებოდათ, ჩვეულებრივ მოვალეობას იხდიდნენ და ერთი სული ქონდათ როდის დაამთავრებდნენ. ქართული ცეკვებიც იყო მაგრამ, ბაბილოს ხინკლის პოლიტიკიდან გამომდინარე ვერ შევძელი მისი ნახვა.
გასართობი პროგრამა    

საერთო ჯამში რივერსაიდ ბაბილო არაა ისეთი მაღალი დონის რესტორანი როგორიც წისქვილი, ქართული სახლი, თავადური და შარბათი. თუმცა საშუალოზე მაღალი კლასის რესტორნის სტატუსს იმსახურებს. ძალიან მოიკოჭლებს როგორც მომსახურებაში ასევე სხვა კომპონენტებში გარდა ინტერიერისა. ცალკე აღნიშვნის ღირსია მომსახურების 15%, ვიმეორებ 15%, საფუძველი არ აქვს ამ 15%-ს არანაირი, არცერთ რესტორანში არ არის ასეთი მაღალი მომსახურების პროცენტი, თუმცა როდესაც იხდი 5% მეტს (ძირითადად 10% გახლავთ ყველგან) უნდა იღებდე ისეთ მომსახურებას, რომ მინიმუმ უკმაყოფილო არ უნდა გამოდიოდე. არ შემიძლია არ აღვნიშნო პარკინგის მენეჯერის (ე.წ. სტაიანჩიკის) მომსახურება. სადაც მივსულვარ ყველა რესტორანს თუ საკუთარი პარკინგი აქვს მანქანის გაჩერება უფასოა და არ გახდევინებენ დამატებით გადასახადს ნუ სავალდებულო არ არის, ბაბილოში ეს ყველაფერი სხვანაირადაა, მიუხედავად იმისა რომ საკუთარი პარკინგი აქვთ, რესტორნიდან გასვლისას აუცილებლად უნდა გადაიხადოთ ერთი ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში „სტაიანჩიკი“ ყვირილით გამოგეკიდებათ. აქვე კიდევ ერთი რჩევა რესტორან ბაბილოს ადმინისტრაციას, არაა ნორმალური როდესაც სტუმრებს 15%-ს ახდევინებ მომსახურებაში, გარეთ გამოსულს კიდევ ერთ ლარს მანქანის გაჩერებაში.  ყველას გვინდა რომ საქართველოში მომსახურების სფერო განვითარდეს, ამაღლდეს ხარისხი და მომხმარებელი კმაყოფილი იყოს, ამიტომ ვისაც მაღალი დონის სერვისზე აქვს პრეტენზია მეტი ყურადღებაა საჭირო ხარისხზე. ასევე მომხმარებელმა უნდა იცოდეს წინასწარ რომელ რესტორანში რა ვითარებაა რათა თვითონ გადაწყვიტოს უღირს კი მაღალი ფასის გადახდა იმ სერვისში რომელზე უკეთესსაც სხვა ადგილას უფრო დაბალ ფასში მიიღებს?! საბოლოო ჯამში რივერსაიდ ბაბილოში იმედები გამიცრუვდა, ბევრად მეტის მოლოდინი მქონდა მისი სახელიდან გამომდინარე.
საერთო შეფასება 








 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL