„8000 მოსავალი“ - ადგილი სადაც ყოველთვის იპოვნით თქვენთვის სასურველ ღვინოს
ღვინის მოყვარულთათვის infos.ge-მ ყველაზე მრავლფეროვანი და სასიამოვნო ადგილი აღმოაჩინა. „8000 მოსავალი“ წარმოადგენს მაღაზია-ბარს, სადაც ნებისმიერი გემოვნებისა და კატეგორიის ადამიანისთვის მოიძებნება სასურველი ღვინო. როგორც  განგვიმარტეს, მაღაზია-ბარში წარმოდგენილი ღვინოები დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისიის მიერ, ფარული შეფასებით ირჩევა. ღვინოს კი, მისი სიჯანსაღის, ფერის, არომატისა და გემოს მახასიათებლების მიხედვით აფასებენ.
8000 მოსავალი„ღვინოები 5 პროფესიონალი დეგუსტატორის მიერ ფასდება. თითოეული ბოთლი იფუთება, რათა არ ჩანდეს მწარმოებელი და დაგემოვნების შემდეგ 1-დან 5 ქულამდე აფასებენ. ამ ეტაპზე ჩვენთან წარმოდგენილია 850-ზე მეტი ღვინო, მათ შორის: ქისი, საფერავი, რქაწითელი, ალადასტური, მწვანე, კახური ლალისფერი, თავკვერი, მუკუზანი, ცოლიკაური, კაბერნე და ა.შ. თითოეული მათგანი მხოლოდ საქართველოში მოყვანილი ჯიშებისგან მზადდება, სხვადასხვა კომპანიისა და კერძო მეღვინის მიერ. 8000 მოსავალში თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ 200-მდე საოჯახო მეღვინეობის, მცირე მარნისა და ინდუსტრიული ღვინის მწარმოებლის 850-ზე მეტი ღვინო".
8000 მოსავალიგარდა მაღაზიისა, რა თქმა უნდა, ბარის მომსახურებითაც დავინტერესდით და ძალიან სასიამოვნო ინფორმაციაც გავიგეთ. როგორც აღმოჩნდა, ბარში მომსახურება ყოველგვარი ფასნამატის გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ.

„8000 მოსავალის“ ბარში სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ სხვასადასხვა სახის ღვინო, მის შესაბამის საკვებთან ერთად. ჩვენთან წარმოდგენილია ყველის, ხორცისა და ჩირის დაფა, ასევე სხვადასხვა კერძი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თვეში 3-ჯერ  ვატარებთ ღვინის მასტერკლასებსა და დეგუსტაციებს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, ქართული ღვინის პოპულარიზაციაა და ყოველთვის ვთანამშრომლობთ მასთან, ვინც ღვინის დარგის განვითარებას ცდილობს“.
8000 მოსავალიinfos.ge მაღაზია-ბარის სახელის ისტორიითაც დაინტერესდა და როგორც გავიგეთ, ის ხაზს უსვამს ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიას. საქართველოს უცხოელი მეღვინეებიც “8000 წლიანი ყურძნის მოსავლის ქვეყნად” ხშირად მოიხსენიებენ.

„რაც შეეხება ფასებს, ნებისმიერ ბარსა თუ რესტორანში, ღვინოზე ძალიან დიდი ფასნამატია, ჩვენთან კი ღვინის შეძენას ხელმისაწვდომ ფასებში შეძლებთ. ფასები 7.70 ლარიდან იწყება და ყველაზე ძვირადღირებული ღვინო, 500 ლარი ღირს“.
8000 მოსავალიბოლოს კი გეტყვით, რომ „8000 მოსავალს“  სულხან ცინცაძის 26 ნომერსა და ირაკლი აბაშიძის 60 ნომერში ყოველდღე, 11:00 საათიდან შეგიძლიათ ესტუმროთ.
 
 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL