თბილისში ახალი და განსხვავებული სივრცე გაიხსნა
20 იანვარს თბილისში „ზერო ეფექტი” გაიხსნა.   ეს არის პირველი zero waste ანუ ნულოვანი ნარჩენის კონცეფციის მქონე მაღაზია და ვეგანურ/ვეგეტარიანული კაფე ერთ სივრცეში.
ზერო ეფექტიროგორც გავიგეთ, აქ მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ მრავალჯერადი გამოყენების პლასტმასის ჩამნაცვლებლები, ნატურალური პროდუქტები და გარდა ამისა დააგემოვნონ ჭეშმარიტად ვეგანური, უნიკალური კერძები. მაღაზიაში წარმოდგენილია პლასტმასის ჩამნაცვლებელი ბამბუკის კბილის ჯაგრისები, უჟანგავი ლითონის თერმოსები, ერთჯერადი პლასტმასის საწრუპის ჩამნაცვლებლები, კონტეინერები, თავის მოვლის ნატურალური საშუალებები და ა.შ.
ზერო ეფექტირაც შეეხება კაფეს, პროფესიონალი კულინერების მიერ მომზადებული ვეგეტარიანული და ვეგანური უგემრიელესი კერძები გელოდებათ. როგორც თავად აღნიშნავენ, აქვთ მსუყე და ჯანსაღი არჩევანი, რომელიც ყველაფერთან ერთად ძალიან გემრიელია. მაგალითად ვეგანური ბურგერი, ვეგანური კვერცხის ტოსტი, ვეგანური საუზმე, დესერტები და საუკეთესო მესამე თაობის ყავა, ეთიოპიური უგემრიელესი მარცვლები.
ზერო ეფექტი„სივრცეს, სახელწოდება „ზერო ეფექტი“  მისი კონცეფციიდან და ფილოსოფიიდან გამომდინარე დაერქვა. Zero waste ფილოსოფია გულისხმობს ცხოვრებას ნარჩენის გარეშე, რათა შემცირდეს გარემოზე ზიანის მიყენების პროცესები. Zero waste-ის არსი მდგომარეობს ჩვენს ხელთ არსებული რესურსების ეფექტურ გამოყენებაში, უსარგებლო ნივთებზე უარის თქმაში, ერთჯერადი გამოყენების პროდუქტების ჩანაცვლებაში, რესურსების თავიდან გამოყენებასა და გადამუშავებაში. სწორედ ნულოვანი გავლენა გარემოზე არის ის მიზანი, რისკენაც ისწრაფვის ჩვენი სივრცე  - „ზერო ეფექტი“. 
ზერო ეფექტივინაიდან „ზერო ეფექტი“ პირველი ნულოვანი ნარჩენის სივრცეა საქართველოში, ცხადია, რომ სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვა ობიექტებისგან. ასევე გაგვიმხილეს, რომ ბიზნესთან ერთად სურთ შექმნან მოძრაობა, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს ერთი იდეითა და მოტივაციით: შემცირდეს ნარჩენი ჩვენს გარემოში.

„რაც შეეხება მაღაზიის ფასებს, ძალიან მრავალფეროვანია. იწყება 3 ლარიდან და ადის 200 ლარამდე, რაც თავისთავად დამოკიდებულია პროდუქტზე.  რაც შეეხება კაფეს, საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები გვაქვს და ამ ეტაპზე ყველაზე ძვირადღირებული კერძი 15 ლარი ღირს“.
ზერო ეფექტიბოლოს კი, გაგვიმხილეს რომ სამომავლოდ არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავენ. სურთ ნულოვანი ნარჩენის ცხოვრების სტილი საზოგადოებას მაქსიმალურად გააცნონ,  ამისათვის კი, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას აპირებენ.
აქვე აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ „ზერო ეფექტს“ ჯანაშიას 26 ნომერში შეგიძლიათ ეწვიოთ.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL