სად გავატაროთ დასვენების დღეები 1-2 თებერვალს
infos.ge აგრძელებს რუბრიკას და  გთავაზობთ ამ კვირის გამორჩეულ ღონისძიებებს. ყოველთვის ინტერესით ვადევნებთ  თვალს ინტერნეტ სივრცეს და ვცდილობთ გავარკვიოთ, სად გავატაროთ დასვენების დღეები. მიუხედავად ამდენი ივენთისა, მაინც გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ კი, გთავაზობთ ყველაზე საინტერესო და გამორჩეულ ივენთებს ანუ სად უნდა წავიდეთ აუცილებლად.

ელექტრონული მუსიკა 

KHIDI- 1 თებერვალს KHIDI-ის სცენას დაიპყრობს, ტექნო სცენის ყველაზე მოთხოვნადი დუო იტალიიდან 999999999. ის პოპულარული ,,RAVE4LOVE”-ის გამოსვლის შემდეგ გახდა და 2 წელიწადში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ის მსოფლიოში გამართული ფესტივალებისა და ივენთების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ დუოსთან ერთად დაუკრავენ პოლონელი DJ SEPT, რომლის მუსიკაც დინამიურობითა და  სიძლიერით გამოირჩევა და KHIDI-ის რეზიდენტი და ადგილობრივი სცენის პიონერი JORJICK, იგივე გიორგი ჟორჟოლიანი. G2-ში კი შევხვდებით ელექტრონული მუსიკის სცენის პირველ მერცხალს აჩი თაბუკაშვილს, თავისი ექსტრაორდინალური პროექტით A.TABUKASHVILI და რომან აბრამოვს პროექტით DJ SOUL EXPLOSION…

TICKETS: https://khidi.ge/
I PRE-SALE: 20 GEL
II PRE-SALE: 30 GEL
DOOR: 40 GEL

https://www.facebook.com/events/392965151450959/
xidi

BASSIANI-  პარასკევს ღამე დანიური Fast Forward Production-ის არტისტები ეწვევიან BASSIANI-ის სცენას, Sugar და Shacke. ეს უკანასკნელი, პანკ როკიდან ელექტრო მუსიკაში მეტამორფოზდა, რის გამოც მისი მუსიკა უკომპრომისობით გამოირჩევა. HOROOM-ის სცენაზე, კი შევხვდებით ყველასთვის საყვარელ MERCURRIO-ს, რომლის მუსიკაშიც ადამიანები თავისუფლებას პოულობენ. მისი ეს უნარი და BASSIANI-ის მსოფლხედვა (თავისუფალი გარემოს აუცილებელი არსებობა) თანხვედრაშია, ამიტომაც ის, ამ სცენის განუყოფელი ნაწილია…

TICKETS: https://bassiani.com/night/bassiani-horoom-01-02-19/  
I PRE-SALE: 20 GEL
II PRE-SALE 30 GEL
DOOR: 30 GEL

https://www.facebook.com/events/238486940408864/



ცოცხალი მუსიკა

ბარი-ბარში- 3 თებერვალს გაიმართება 2017 წელს ჩამოყალიბებული, Underground Punk Rock ჯგუფის, Skimpers-ის ლაივი. მიუხედავად იმისა, რომ დამწყები არტისტები არიან და მათი შემოქმედება მხოლოდ ქავერებითა და რამდენიმე სინგლით შემოიფარგლება, მათი პოტენციალი საკმაოდ დიდია.
ვოკალი, რითმ გიტარა- ლუკა ვენეცკი
დრამი, ბექ ვოკალი- დიმიტრი შიუკაშვილი
ბასი- ნიკუჩა შარვაძე
ლიდ-გიტარა- ანა თოთაძე
დასწრება თავისუფალია. 

https://www.facebook.com/events/1624034471033118/


საჯარო ლექციები

პირველი თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. საქართველოში ეს ტრადიცია 4 წლის წინ დამკვიდრდა. ეს ღონისძიება თეა ინასარიძის ინიციატივით იგეგმება, პარასკევს 19:00 საათზე, ბიბლუსის გალერიაში. ამ ღონისძიების პარტნიორია, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Litworld”.  დასწრება, რათქმაუნდა, თავისუფალია.

https://www.facebook.com/events/233236967614891/


ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა - თუ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე თქვენთვის ინტერესის ობიექტს არ წარმოადგენს, მაშინ აუცილებლად დაგაინტერესებთ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილოლოგის, ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია: ,,მერაბ მამარდაშვილი და თანამედროვე ფილოსოფია.” ლექცია გაიმართება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (მ.ალექსიძის II შესახვევი, N3) 19:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

https://www.facebook.com/events/374448383119485/


ფილოსოფიის კომპლექსურობიდან გამომდინარე,შეიძლება გიგინეიშვილის ლექციამ თქვენი ყურადღება ვერ მიიქციოს, მაგრამ ხელოვნება ანუ ესთეტიკის ზეიმი აუცილებლად დაგაინტერესებთ.  2 თებერვალს გაგრძელდება სალექციო კურსი ,, საუბრები ხელოვნების შესახებ”. შაბათს გამართული ლექციის თემაა: ,,ადრინდელი ჩრდილო აღორძინება”, რომელსაც ხელოვნებათმცოდნე ვატო ხოშტარია წაიკითხავს. ლექციის დასაწყისია 14:00 საათი. ამ ლექციის მოსმენა შეგიძლიათ გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში. მის: გუდიაშვილის ქუჩა N11. საგამოფენო დარბაზის ვიზიტის საფასურია 5 ლარი.

https://www.facebook.com/events/746343975736953/


გამოფენა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, თანამედროვე ფოტოგრაფის ვახო ხეთაგურის გამოფენა გაიმართება, სახელით ,,მონოლოგი”. ვახო ხეთაგური თანამედროვე ქართული ფოტოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენელია.გამოფენა აერთიანებს ავტორის 12 სერიას, რომლებიც 8 სხვადასხვა ქვეყანაშია შესრულებული. გამოფენა იხსნება 2 თებერვალს 16:00 საათზე. 2 თებერვალს, გამოფენის გახსნაზე, დასწრება თავისუფალია. მომდევნო დღეებში შესასვლელი ბილეთის საფასური:
ზრდასრული- 5 ლარი
სტუდენტი-  1 ლარი
სკოლის მოსწავლე და პენსიონერი- 0.5 ლარი
6 წლამდე ბავშვი უფასო
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: https://biletebi.ge/startup.aspx

https://www.facebook.com/events/143957256522030/
მონოლოგი


საბავშვო ღონისძიება
რთულია შეარჩიო ისეთი ღონისძება, სადაც ბავშვის გართობასთან ერთად, ღონისძიება შემეცნებითიც იქნება. მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარმოგიდგენთ ინტერაქციულ სპექტაკლს, ,,ავაზას ლაქები”. ამ სპექტაკლში ჩართულები იქნებიან ბავშვები. ფულის გადახდა მათ მხოლოდ ყურებაში არ მოუწევთ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ სპექტაკლში და გასაგებ ენაზე გაიაზრებენ რა არის მიგრაცია, მიმიკრია, ფლორა, ფაუნა და ა.შ. ამ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია კოტე მირიანაშვილი. ბილეთის ფასი: 10 ლარი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: biletebi.ge-ზე

https://biletebi.ge/youth-theatre-georgia/avazas-laqebi-kipling?


სიმფონიური ორკესტრის კონცერტი
კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, 2 თებერვლის საღამო შეუძლიათ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაატარონ, სადაც 19:30 საათზე გაიმართება სიმფონიური ორკესტრის კონცერტი. ორკესტრის დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი. ორკესტრი შეასრულებს ბერლიოზის ,,ჰერკულესის ახალგაზრდობას”. პროგრამაშია ვივალდის კონცერტი ფაგოტისა და სიმფონიური ორკესტრისთვის, რომელსაც შეასრულებს გიორგი ალავიძე.
ბილეთის ფასია 10 ლარი.
ბილეთები შეძენა შესაძლებელია: biletebi.ge-ზე

https://www.facebook.com/events/234922320773839/


კინო

,,MA” არის 2015 წელს გამოშვებული ჩუმი ფილმი, სიმბოლოებითა და ქვეტექსტებით დახუნძლული. ამ ფილმის პრემიერა, საქართველოში მხოლოდ ახლა მოხერხდა, გამოსვლიდან 4 წლის შემდეგ. თუ გსურთ ნახოთ, როგორ მოახერხა ამ ფილმის რეჟისორმა, სელია როულსონმა, წმინდა მარიამის პილიგრიმობის ისტორიის მოდერნიზაცია და თანამედროვე კინო-ხელოვნების კონტექსტის გათვალისწინებით როგორ შექმნა მეტაფორებით დატვირთული მუნჯი კინო, შეგიძლიათ საქართველოს კინო-თეატრებს პირველ თებერვალს ეწვიოთ და ნახოთ ეს შესანიშნავი ფილმი.
ბილეთის ფასია: 15 ლარი.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ:https://biletebi.ge/kinos-biletebi/ma-ma
თრეილერი შეგიძლიათ ნახოთ :https://www.youtube.com/watch?v=2OT_0TkzWN8


თეატრი
არც ისე ცნობილ თეატრში, ,,რუსთაველის 19”-ში, 3 თებერვალს იდგმება საინტერესო და მისტიური სპექტაკლი - ,,უსაზღვრობა დროთა” (გალაკტიონი), რომელიც მოგვითხრობს პოეზიის მეფის, გალაკტიონის და მისი დემონის ორთაბრძოლის ამბავს.  ბილეთის ფასი 8 ლარიდან იწყება. მაქსიმალური ფასი კი 14 ლარია. ამ ორიგინალური სპექტაკლის რეჟისორი და ავტორი სანდრო მრევლიშვილია. სპექტაკლში კი მხოლოდ ორი არტისტი, აკაკი ხიდაშელი და თორნიკე ბელთაძე, მონაწილეობს.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ: https://beta.tkt.ge/Show/5231/usazghvroba-drota-galaktioni

 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL