ღვინის სოფელი - „შუხმან გრუპის“ ახალი პროექტი
კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ხშირად სთავაზობს მომხმარებლებს სიახლეებს, რომელსაც ყოველთვის დადებითი შედეგები მოჰყვება. ალბათ ჩვენს მკითხველს კარგად ახსოვს მათ მიერ დანერგილი სიახლე ღვინის სპის სახით, რომელიც ამ დრომდე დიდი პოპულარობით სარგელობს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ მისი გაფართოება და უფრო მასშტაბური სარეაბილიტაციო-სარეკრეაციო კომპლექსის შექმნა გადაწყვიტა.
შუხმან„კახეთში, სოფელ კისისხევში, მიმდინარე წლის აპრილიდან „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ შატოს ტერიტორიაზე, გაიხსნება შუხმანის ექსკლუზიური ღვინის სოფელი. ის სრულიად ახალი და უპრეცედენტო კონცეფციაა ზოგადად ტურისტულ, უძრავი ქონებისა და ღვინის ტურიზმის სექტორში. პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებს 10 ვილის აშენებას, რომელიც წელს, ტურისტულ სეზონზე პირველ სტუმრებს უმასპინძლებს. მეორე ფაზა კი, 2020 წლისთვის განხორციელდება და დამატებით 14 ვილა შეემატება. ექსკლუზიური ვილები ჩვენი სასტუმროს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და საშუალოზე მაღალ სეგმენტზეა გათვლილი, კერძოდ 230-250 დოლარი ღამე. მასში ასევე სხვადასხვა ექსკლუზიური სერვისი იქნება ჩართული. თითოეული ვილა უნიკალური დიზაინითა და  მხოლოდ ქართული ელემენტებითაა შექმნილი. მშენებლობა მეცხრამეტე საუკუნის ქართული სამშენებლო მასალებითაა შესრულებული, რომელიც ინტერიერსა და ექსტერიერს განუმეორებელს ხდის. ვილების კომპლექსის გარე ტერიტორიის 80 % ვენახებით იქნება დაფარული. ჩვენი მთავარი მიზანია, პრემიუმ კლასის ღვინის ტურიზმის განვითარება“.
შუხმანგარდა ამისა, „შუხმან ვაინს ჯორჯია“ 2020 წლისთვის შუხმანის სასტუმრო კომპლექსში გამაჯანსაღებელ-სარეკრეაციო ცენტრის დამატებასაც გეგმავს.

„2020 წლისთვის შუხმანის სასტუმრო კომპლექსს, შეემატება სამედიცინო ველნესის მიმართულება - გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო, სარეკრეაციო ცენტრი. პაციენტებს ჩაუტარდებათ სპეციალური პროცედურები, რომელიც ღვინის ნატურალურ პროდუქტებზე იქნება დამზადებული. მათ ასევე შეეძლებათ დააგემოვნონ სრულიად ნატურალური პროდუქტები, გამოსცადონ ღვინის ჯადოსნური ძალა სხეულზე, დატკბნენ სუფთა ჰაერით, კავკასიონის ხედებითა და განიცადონ სრული რეაბილიტაცია. ტურისტული კომპლექსი გათვლილი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებზე”.
შუხმანაქვე შეგახსენებთ, რომ კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ფლობს 20 ნომრიან სასტუმროს კახეთში. სასტუმრო წელიწადში 20 ათას სტუმარს მასპინძლობს და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL