„სმაკის“ ახალი კოლექცია და მისი მთავარი ინსპირაცია
მაია სირაძე, იგივე „სმაკი“ ახალგაზრდა ქართველი დიზაინერია, რომელიც მომხმარებლებს უკვე 2 წელია აქტიურად სთავაზობს არაორდინალური და ორიგინალური სტილის სამოსს. თუმცა, პირველი კოლექცია, „სმაკის“ დიზაინით, ჯერ კიდევ 2011 წელს შეიქმნა. მისი პროდუქცია იმდენად ფერადი და განსხვავებულია, ყველაზე მუქი „ლუქების“ მოყვარულებსაც კი, ერთი ნახვით შეუყვარდებათ. თითოეული სამოსი ისეთი ინდივიდუალურია, შეუძლებელია ერთი შეხედვითაც არ მიხვდე, რომ ის „სმაკის“ დიზაინითაა შექმნილი.
სმაკი„2011 წლიდან დღემდე, მხოლოდ საკუთარი შრომით ვქმნი ყველაფერს. ამ ხნის განმავლობაში მიწვეული ვიყავი ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონის, ვანკუვერის, ლოს-ანჯელესის მოდის კვირეულებზე. ზოგადად ფერები დიდ ენერგეტიკას მმატებს, ბავშვობიდან მინდოდა დიზაინერობა და სკოლის დასრულების შემდეგ, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, მოდის დიზაინის ფაკულტეტზე. სწორედ აქ შევისწავლე უამრავი პროფესიული საკითხი. მოდელებზე თავად ვმუშაობ, ვიღებ შეკვეთებს და 2-3 დღის განმავლობაში ვასრულებ. ამჟამად ახალი საშემოდგომო კოლექცია წარმოვადგინე და სწორედ ამ კოლექციის შექმნის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ინსპირაცია აფრიკელი ქალია“.
სმაკიახალი კოლექციის ფარგლებში, დიზაინერი მომხმარებლებს პიჯაკებს, ჰუდებს, ბოდეებსა და ზედებს სთავაზობს. პიჯაკების ფასი 190-230, ჰუდების 130-190, ხოლო ბოდეების 95-170 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„ახლახანს აღმოვაჩინე, რომ აქამდე ყველა მოდელს საკუთარი ავტოპორტრეტით ვქმნიდი. ამაზე აქამდე არასოდეს მიფიქრია, თუმცა სრულიად გაუაზრებლად აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა მოდელი მე წარმომადგენს“.
სმაკიროგორც გავიგეთ, მასალად ძირითადად ტყავს, ძაფებს, ნაქსოვ დეტალებსა და სხვადასხვა ნაჭრებს იყენებს. მნიშვნელოვანია, რომ მისი დიზაინით შექმნილი კოლექციები, საქართველოს საზღვრებსაც სცდება და მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ბაზრებს მოიცავს.
სმაკიჩვენ კი, რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ მას წარმატებები და კიდევ უფრო მეტი ახალი კოლექცია ვუსურვოთ.
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL