კომპლექსი "ლაზნია" თქვენი სიჯანსაღისთვის
თუ გადაიღალეთ ყოველდღიური დამღლელი, მოსაწყენი რუტინით და გსურთ, ცოტა ხნით განტვირთვის გზით შეაჩეროთ ქალაქის სწრაფი რიტმი მშვიდ და ჯანსაღ გარემოში, კომპლექსი "ლაზნია" სწორედ თქვენთვისაა! 
2018 წლიდან ნატახტარში, თბილისიდან სულ რაღაც 20 წუთის გზაზე, კომპლექსი "ლაზნია" ფუნქციონირებს. მოყოლებული იქედან ბრენდი მუშაობს იმისთვის, რომ დანერგოს მრავალფეროვანი მომსახურებისა და სერვისების მაღალი სტანდარტი, შექმნას გარემო, სადაც მომხმარებელი შეძლებს, განიტვირთოს და გათავისუფლდეს სტრესისგან. კომპლექსს სპეციალურად კიევიდან მოწვეული უკრაინელი პერსონალი უწევს მომსახურებას.

"ლაზნია" მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს - რესტორანი, სადაც მომხმარებელს კიევიდან მოწვეული მზარეულის მიერ მომზადებული უკრაინული ტრადიციული კერძების დაგემოვნება შეუძლია და სპა, გამაჯანსაღებელი მომსახურება, რომელიც, თავის მხრივ, მუხის ცოცხებით, საპნითა და ცაცხვის ცოცხით, თაფლისა და ყავის სკრაბით მასაჟსა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს მოიცავს. სპა და გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომლებსაც "ლაზნია" მომხმარებელს სთავაზობს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მკვდარი უჯრედებისა და ტოქსინების გამოდევნას, იმუნიტეტის გაჯანსაღებასა და სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას.

დეტალური ინფორმაციის მიღებისა და დაჯავშნისთვის უნდა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა "ლაზნიას" ვებგვერდზე.
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL