800-მდე ქართული ღვინის სახეობა და უნიკალური ქვევრის ლუდი
2 წლის წინ, თბილისში მაღაზია-ბარი - „ვაინლაბი“ გაიხსნა, სადაც ღვინის მოყვარულებს ნამდვილი სამოთხე გელით. ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ორიენტირებული კომპანია, მომხმარებლებს 800-მდე დასახელების ქართულ ღვინოს სთავაზობს.
ვაინლაბი„ჩვენს მაღაზია-ბარში წარმოდგენილია მხოლოდ ქართული ღვინოები და უნიკალური ქვევრის ლუდი. მთავარ აქცენტს მაღაზიაზე ვაკეთებთ, თუმცა მხოლოდ მისით არ შემოვიფარგლებით. სტუმრების მეტი კომფორტისთვის, ღვინის პატარა ბარსაც წარმოვადგენთ, სადაც ყველის, ხორცისა და ჩირის დაფები შეგიძლიათ დააგემოვნოთ. აქ დაგხვდებათ ულამაზესი ეზო, სადაც მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად, სასიამოვნო საღამოს გაატარებთ, გარემოც შესაბამისად წყნარი და კომფორტულია“.
ვაინლაბიგავარკვიეთ, რომ „ვაინლაბი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. ამას, ისიც განაპირობებს, რომ მისი სამივე ფილიალი ტურისტულად დატვირთულ ზონებში მდებარეობს.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ დაახლოებით 120 კომპანიასთან, როგორც დიდ, ისე მცირე მარნებთან, რომლებიც აწარმოებენ ბიო და ქვევრის ღვინოებს. ჩვენი მაღაზია-ბარი 3 ფილიალს ფლობს, ორი მათგანი კი, თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს. რაც შეეხება ფასებს, ღვინის ფასი 12 ლარიდან 800 ლარამდე მერყეობს, ხოლო 1 კათხა ქვევრის ლუდის ფასი, 8 ლარია".
ვაინლაბიროგორც აღმოჩნდა, „ვაინლაბი“ მართლაც იმსახურებს ღვინის მოყვარულების ყურადღებას, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ღვინის დიდი არჩევანი და იდეალური გარემო დაგხვდებათ. იმისათვის, რომ თავად დარწმუნდეთ ამაში, „ვაინლაბის“ ფილიალებს შეგიძლიათ  შალვა დადიანის 10, ვერცხლის ქუჩის 6 ნომერსა და გრიშაშვილის 8 ნომერში ესტუმროთ. მაღაზია-ბარი ყოველდღე 11:00 საათიდან, 23:00 საათამდე გელოდებათ.
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL