სად გავატაროთ დასვენების დღეები 25-26 იანვარს
infos.ge ტრადიციას არ არღვევს და თქვენთვის კვირის გამორჩეული ივენთების გაცნობას განაგრძობს. ჩვენ ვცდილობთ თქვენი ვიქენდი განსაკუთრებული გავხადოთ და გირჩიოთ, თუ სად გაატაროთ საუკეთესო საღამო 25-26 იანვარს.

ელექტრონული მუსიკა

KHIDI - 25 იანვარს KHIDI-ში ქართველი არტისტები დაუკრავენ. კონკრეტულად, ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული დიჯეი და პროდიუსერი - თორნიკე საყვარელიძე, სასცენო სახელით - MYI. მისი სადებიუტო EP ექსპერიმენტალური მუსიკის ლეიბლზე - MainConcept Music 2016 წელს გამოიცა. MYI-ს მასპინძლობას კლუბის რეზიდენტები - რომან აბრამოვი იგივე ROMAN და ირაკლი დანელია იგივე YANAMASTE გაუწევენ.
 
G2-ში დაუკრავენ Blue Hour & A-JX ერთობლივი პროექტით - TRACING XIRCLES და G2-ის რეზიდენტი - ლადუკა ნინუა ჰაუს პროექტით SEVDA.

TICKETS: https://khidi.ge/product/friday-25-jan/
I PRE-SALE: 15 GEL
II PRE-SALE: 25 GEL
DOOR: 30 GEL
https://www.facebook.com/events/593047734467721/
khidi
BASSIANI - 26 იანვარს, ZENAARI-ის სტუმარია, თანამედროვე ექსპერიმენტული სცენის მნიშვნელოვანი ფიგურა, ამერიკელი კომპოზიტორი - Steve Hauschildt.
აღიარებული ტრიო Emeralds-ის დამფუძნებელ წევრს, 2007 წლიდან დღემდე 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი სოლო ნამუშევრების შთაგონების წყარო მრავალფეროვანია, 70 იანი წლების გერმანული კოსმიური ელექტრონული მუსიკა - Klaus Schulz, Tangerine Dream, 90 იანი წლების - IDM - Autechre, Aphex Twin, Drexciya და ფრანგი ავანგარდული ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი - Michel Chion.

ZENAARI-ის მეორე სტუმარი იქნება ექსპერიმენტული, ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის შემსრულებელი დუეტი თბილისიდან - NUM. პროექტი თბილისში მცხოვრები ირანელი მუსიკოსების Milad Bagheri-ისა და Maryam Sirvan-ის კოლაბორაციას წარმოადგენს. დღეისათვის მათ 2 ალბომი - Vacant Shade და Memory Machine აქვთ გამოცემული.

Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 10GEL
II Basket: 20GEL
Door: 30GEL
https://www.facebook.com/events/337851050150780/ 
bassiani
 
HOROOM - 26 იანვარს, HOROOM-ში ადგილობრივი სცენის წარმომადგენლები COSMIC LOVE ROTATION და KRAUMUR დაუკრავენ. ბესო მახარობლიძის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა DJ PIERRE, PHUTURE და TRAX RECORDS-ის ჟღერადობამ იქონია, თუმცა არტისტს საკუთარი შემოქმედება ვიწრო მუსიკალური ჩარჩოებით არასდროს შემოუსაზღვრავს. 2016 წლიდან პროდიუსერულ საქმიანობაზეც კონცენტრირდა და საკუთარი კომპოზიციების შექმნა დაიწყო. სტუდიური საქმიანობის პარალელურად, COSMIC LOVE ROTATION მსმენელს თავის მუსიკას საცეკვაო მოედნებზეც უზიარებს. მასთან ერთად ადგილობრივი სცენის ახალი და საინტერესო სახე - KRAUMUR დაუკრავს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა არტისტი აქტიურად სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, მისი მუსიკალური გემოვნება და სელექციის უნარი ყურადღებას ადვილად იქცევს.

Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 10 GEL
II Basket: 20 GEL
Door: 20 GEL
https://www.facebook.com/events/1307144226091038/ 

 
ცოცხალი მუსიკა
 
ბარი-ბარში - 26 იანვარს ბარი-ბარში მსმენელის წინაშე ჯგუფი - The Window წარსდგება. ალტერნატიულ პროგრესულ ექსპერიმენტული ჯგუფი The Window 2009 წელს ჩამოყალიბდა.
 
ნინო ისაკაძე - სოლისტი, გიტარა, სიმღერების ავტორი
თამარ ახალკაცი - ვიოლონო
დავით თავაძე - ფლეიტა, ხმის ინჟინერი
მარიამ წიბახაშვილი - ჩელო
ჯგუფის პროდიუსერი - თინათინ მენაბდე.
 
დასწრება თავისუფალია
დასაწყისი: 21:00 საათზე
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 591 99 72 67
https://www.facebook.com/events/1421971717933105/
ბარი ბარში
NINE CLUB – 26 იანვარს Nine Club-ის სცენა „ქუჩის ბიჭებს“ დაეთმობა. თქვენ გელოდებათ ცოცხალი შესრულება, ხოლო საღამოს Dj ANAR-ი დაასრულებს.
დასწრება თავისუფალია, თუმცა მოქმედებს Face & Age Control (21+)
მისამართი: ევროპის მოედანი (რიყის ტერიტორია)
დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე:: 557709090
https://www.facebook.com/events/1883324088456150/
ქუჩის ბიჭები

10/11 – 25 იანვარს, 23:00 საათიდან, 10/11-ში Band Nonstop-ის საღამო გელით.
საღამოს დაასრულებს DJ - გიო გელაშვილი.
დასწრება თავისუფალია და მოქმედებს Face & Age Control 18+
ჯავშანი ნომრებზე: 593330990 / 592771011
https://www.facebook.com/events/590707338023953/ 
ნონსტოპი

კინოჩვენება
 
მზიურის კინოჩვენება - პარასკევს, 25 იანვარს, 20:00-ზე, ახალი მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში, მარტინ მაკდონაჰის კრიმინალური დრამის - „სამი ბილბორდის“ ჩვენება გაიმართება.
ფილმის მთავარი გმირი ქალი - მილდრედ ჰეისი ცდილობს საკუთარი ძალებით გამოიძიოს ქალიშვლის მკვლელობის საქმე. მილდრედი ამ ყოველივეს სარეკლამო ბილბორდების გამოყენებით გადაწყვეტს, თუმცა აღნიშნული მეთოდის გამო მალევე აღმოჩნდება დაპირისპირებული, როგორც ადგილობრივ პოლიციასთან, ისე სხვა სამთავრობო ორგანიზაციებთან.

„სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური“ გახლავთ 2018 წლის ოქროს გლობუსის მფლობელი - საუკეთესო კინოსურათისთვის. ფილმმა აგრეთვე გაიმარჯვა 2018 წლის ოსკარის 3 ნომინაციაში.

ჩვენების ორგანიზატორი: დავით დავითიანი
რეჟისორი: მარტინ მაკდონაჰი
ქვეყანა: აშშ
ენა: ქართული
წელი: 2017
ხანგრძლივობა: 1 საათი 55 წუთი.
ჩვენება ტრადიციულად გაიმართება კაფეს სივრცეში. ადგილის სიმცირის გამო, დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 ადამიანი, ამიტომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.
დასწრება თავისუფალია.
https://www.facebook.com/events/2234304196896049/
მზიური

საქართველოს კინოაკადემია - პარასკევს, 25 იანვარს, 19:00 საათზე საქართველოს კინოაკადემიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კინოს სახლის მცირე კინოდარბაზი, მესამე სტუდენტურ კინოჩვენებას რეჟისორ ნინო ჟვანიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმით - „აღლუმით“ უმასპინძლებს. თბილისის მე-19 კინოფესტივალი „აღლუმის“ პრემიერით გაიხსნა, სადაც ფილმს „ოქროს პრომეთე“ საუკეთესო ქართული მხატვრული ფილმისთვის გადაეცა. „აღლუმის“ საერთაშორისო პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე გაიმართა, ფილმის ევროპული პრემიერა როტერდამის კინოფესტივალზე შედგება.

შეხვედრის მოდერატორი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო მხეიძე.
კინოჩვენება გაიმართება კინოს სახლის დიდ დარბაზში.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.

რეჟისორი: ნინო ჟვანია
წელი: 2018
ხანგრძლივობა: 1 საათი 27 წუთი
დასაწყისი: 19:00
https://www.facebook.com/events/360065961460375/
კინოაკადემია
 
საბავშვო ღონისძიება
 
ბიბლუსი - 25 იანვარს, ჭავჭავაძის 7 ნომერში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“, სპეციალურად ბავშვებისთვის კითხვის საათი გაიმართება. „ბიბლუსის“ წარმომადგენელი, ბავშვებს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ყველა დროის საუკეთესო წიგნიდან - „პატარა უფლისწულიდან“ ამონარიდებს წაუკითხავს. პატარებს შესაძლებლობა მიეცემათ დახატონ თავიანთი საყვარელი გმირი.

კაფე „პიატო“ მათ ნატურალური წვენებით გაუმასპინძლდება, სათამაშოების მაღაზია „პეპელა“ კი, სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს. ბავშვები არტისა და კრაფტის სახელოსნოსგან, 30%–იან ფასდაკლების ბარათსაც მიიღებენ. კითხვის საათზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების ხანგრძლივობა: 1 საათი
დასაწყისი: 17:00 საათი.
მის: ჭავჭავაძის 7 ნომერი, „ბიბლუსი გალერეა“ მე–2 სართული
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 551 509 525
https://www.facebook.com/events/1862460990529264/ 
ბიბლუსი
 
თეატრი
 
მოძრაობის თეატრი - 25 იანვარს, 20:00 საათზე, მოძრაობის თეატრი წარმოგიდგნეთ სპექტაკლს ერთ მოქმედებად - „დონ ჟუანი“.

ახალგაზრდა გულთამპყრობელი დონ ჟუანი, თავის მსახურ-სგანარელთან ერთად სახლიდან სახლში საყვარლებთან დადის. მისთვის მოულოდნელად ქალაქის მოედანზე კომანდორის ქანდაკებას დაინახავს. ეს არის კომიკური ამბავი, თუ რატომ დატოვა დონ ჟუანმა ქალაქი და ვის გამო გადაწყვიტა უკან დაბრუნება.

რეჟისორი - კახა ბაკურაძე
კომპოზიტორი - სანდრო ნიკოლაძე
მონაწილეობენ: ბექა გარსენიშვილი, ელიზბარ ჩხეიძე, ანი თალაკვაძე, მიხეილ ზაქაიძე, ბექა პაიკიძე, მარიამ ბალახაძე, ეკატერინე გაბაშვილი, ნიკოლოზ გოგიძე, უჩა მჟავია.
ბილეთის ფასი: 15 ლარი
ბილეთები - biletebi.ge; tkt.ge; თეატრის სალარო
https://www.facebook.com/events/763960057300745/
დონ ჟუანი
 
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი - 26 იანვარი, 20:00 თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მცირე სცენაზე, მაყურებელი იხილავს სპექტაკლს ერთ მოქმედებად - „დაგვიანებული ჩაი“.

სპექტაკლი დადგმულია სელმა დიმიტრევიჩის პიესის მიხედვით.
ქართულად თარგმნა – ირაკლი გურგენიძემ.
რეჟისორი – ირაკლი გურგენიძე.
მხატვარი – შოთა გლურჯიძე.
რეჟისორის ასისტენტი – ელა კაზარიანი.

მონაწილეობენ: ნინო ბურდული, ანა ნიკოლაშვილი
სპექტაკლის ხანგრძლიობა: 70 წუთი
ბილეთის ფასი: 8 ლარი
https://www.facebook.com/events/798119720532376/
დაგვიანებული ჩაი 
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი - 26 და 27 იანვარს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენა ოპერა - “ტრავიატა“-ს დაეთმობა.

ჯუზეპე ვერდიმ თავისი უკვდავი ოთხ მოქმედებიანი ოპერა, ალექსანდრე დიუმას რომანის - „ქალი კამელიებით“ მიხედვით შექმნა. აღსანიშნავია, რომ „ტრავიატას" მოსმენის შემდეგ, ალექსანდრე დიუმამ თქვა: „ორმოცდაათი წლის შემდეგ არავის ემახსოვრება ჩემი „ქალი კამელიებით“, ვერდიმ კი ის უკვდავყო“.

„ტრავიატას“ პრემიერა 1853 წლის 6 მარტს ვენეციის ლა ფენიჩეში შედგა. თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე კი, „ტრავიატას“ პრემიერა 1859 წლის 30 ნოემბერს გაიმართა.
დასაწყისი: 19:00 საათზე.
ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროსა და ონლაინ - beta.tkt.ge
ბილეთის ფასი: 120-300 ლარი.
https://www.facebook.com/events/322436381697061/ 
ტრავიატა

გამოფენა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი - 23 იავნრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  გიწვევთ ფელიქს ვარლამიშვილის (ვარლა) გამოფენის გახსნაზე.

გამოფენაზე ფართო საზოგადოებისათვის პირველად იქნება წარმოდგენილი ავტორის 60-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კერძო კოლექციებიდან.

ფელიქს ვარლამიშვილი  მე-20 საუკუნის ოციან წლებში საფრანგეთში ემიგრირებული ქართველი მხატვარია. დაიბადა ქუთაისში 1903 წელს, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1928 წელს კი, გაემგზავრა საფრანგეთში. მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა იმ პერიოდისათვის ცნობილ გამოფენებსა და სალონებზე, როგორც საფრანგეთში, ასევე სხვა მრავალ ქვეყანაში: არგენტინა, ბელგია, იაპონია, აშშ, ირანი და ა.შ.
ვარლა გარდაიცვალა 1986 წელს პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ვარლას შემოქმედება საინტერესოა დღევანდელი საქართველოსთვის, როგორც ქართულ ტრადიციაზე აღმოცენებული ევროპული კულტურული ფენომენი. სამწუხაროდ, მისი სახელი წლების მანძილზე საქართველოში მხოლოდ ხელოვანთა ვიწრო წრისათვის იყო ცნობილი. დღეს მხატვრის შემოქმედება უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

გამოფენის გახსნაზე გაიმართება ფელიქს ვარლამიშვილის პირველი ალბომის პრეზენტაცია.

გამოფენის გახსნა: 2019 წლის 23 იანვარი, 17:00 საათი
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ.11.
გამოფენის ხანგრძლივობა: 23 იანვარი - 24 თებერვალი (2019).
ორგანიზატორები: გალერეა შარდენი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი

შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო.

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.
https://www.facebook.com/events/352897738874981/
ვარლა

 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL