თქვენი ეიფორიული განწყობისთვის შექმნილი ქართული ბრენდი
ქართულ ბაზარზე ორი წლის წინ ხელნაკეთი, ორგანული საპნებისა და აბაზანის ბომბების ბრენდი - „ეიფორია“ შეიქმნა. საინტერესოა, რომ „ეიფორია“ მსგავსი პროდუქციის პირველი ბრენდი იყო საქართველოში, რომელსაც მალევე გამოუჩდნენ კონკურენტები. თუმცა, როგორც ჩვენთან საუბრისას „ეიფორიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირინა პაპაშვილმა აღნიშნა, მათი პროდუქციის ფასი ყველაზე დაბალი და ხელმისაწვდომია.
ეიფორიაბრენდის ისტორიით დაინტერესებულებმა გავარკვიეთ, რომ „ეიფორია“ მეგობრების ბიზნესია, რომელიც ორი წლის წინ ირინა პაპაშვილმა და ანა სუბელიანმა ერთობლივად წამოიწყეს.

„ორივე ჩვენგანი ბიო და ორგანული პროდუქციის მომხმარებლები ვართ, ამიტომ პროდუქციის გამოწერა სხვადასხვა საიტებიდან გვიწევდა, რადგან საქართველოში მსგავსი ბრენდი არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც მივხვდით რომ გამოწერამ ძალიან დაგვღალა, დაგვებადა იდეა თავად შეგვექმნა ბრენდი, რომელიც მსგავს პროდუქციას წარმოადგენდა“.
ეიფორიამას შემდეგ „ეიფორია“ მომხმარებლებს ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალურ თავის მოვლის საშუალებებსა და კოსმეტიკას სთავაზობს, რომელიც ხელით მზადდება. ნელ-ნელა პროდუქციაც შეემატათ და ამ ეტაპზე ბრენდის სტენდებზე წარმოდგენილია აბაზანის ბომბები, ხელნაკეთი საპნები, ტუჩის ბალზამი, ტანის სკრაბი, ლოსიონი, თეთრი და ოქროსფერი ტანის სურნელოვანი მბზინავი ზეთი.
ეიფორია„ჩვენი ბრენდი გამოჩენის დღიდან გახდა პოპულარული. საოცრად დიდი მოწონებით სარგებლოს ჩვენი აბაზანის ბომბები, რომლებიც სოდით, მარილებით, ეთერზეთებითა და ბუნებრივი საღებავებით მზადდება. ასეთივე სასურველია ჩვენი საპნებიც, რომლებიც მხოლოდ ორგანული ნივთიერებებით მზადდება და უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. მთავარი ისაა, რომ არ ვიყენებთ არანაირ მინარევებს, ჩვენს ყველა პროდუქტს  აქვთ როგორც დამატენიანებელი, ასევე სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ფუნქციები“.
ეიფორიათუ კი „ეიფორიის“ პროდუქციით დაინტერესდებით, ინტერესის დასაკმაყოფილებლად გეტყვით, რომ აბაზანის ბომბების ფასი 8-11 ლარი, ხელნაკეთი საპნების -14, ტუჩის ბალზამის -18, მბზინავი ზეთის კი- 29 ლარია. მათი პროდუქციის შეძენა ქავთარაძის გუდვილში შეგიძლიათ. ბრენდი ასევე  სახლში მიტანის სერვისსაც გთავაზობთ, რომლის ღირებულებაც თბილისის მასშტაბით 4 ლარია.
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL