ადგილი სადაც თქვენს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მიგიღებენ
infos.ge-მ თბილისში თქვენთვის და თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის, იდეალური ადგილი აღმოაჩინა. „ბლექ დოგ ბარი“ უკვე 2 წელზე მეტია არსებობს და პირველი ბარია თბილისში, სადაც ოთხფეხა მეგობრებთან ერთად სტუმრობა არასოდეს აუკრძალავთ.
ბლექ დოგ ბარი„მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რამდენიმე ბარში შესაძლებელია ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მისვლა, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მათზე ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნა. ჩვენ გთავაზობთ ამერიკულ მენიუს, რომელსაც ქართული ტრადიციული ელემენტებით ვამრავალფეროვნებთ და ორიგინალური სახით ვაწვდით სტუმრებს“.

„ბლექ დოგ ბარში“ მისულებს შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ბურგერები და ბურიტოები 10-12 ლარის ფარგლებში. როგორც ამბობენ, მათი ყველა კერძი საავტორო და უგემრიელესია.
ბელ დოგ ბარი„რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გთავაზობთ craft ლუდს, რომელსაც ჩვენსავე ლუდსახარშში ვხარშავთ, თქვენამდე  კი, ყოველგვარი დანამტებისა და ფილტრის გარეშე მოგვაქვს. მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა გვეწვიოთ უცვლელია, რადგან აქ გელოდებათ უგემრიელესი სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი, გემრიელი სამზარეულო და მომღიმარი მომსახურე პერსონალი“.
ბლექ დოგ ბარიაქვე უნდა გითხრათ ისიც, რომ „ბლექ დოგ ბარი“ ლადო ასათიანის 33 ნომერში მდებაროებს და ყოველდღე, 14:00 საათიდან 02:00 საათამდე მუშაობს.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL