საუკუნოვანი ისტორია და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გატანალი ქართული ღვინო
„თელავის ღვინის მარანი“ ღვინის მრეწველობის ერთ-ერთი უძველესი საწარმოა, რომელიც კახეთში, სოფელ კურდღელაურში მდებარეობს. მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის ფაქტი, რომ მარნის შენობა 1915 წელს აშენდა, თუმცა რამდენიმე წელი, საწარმო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებდა. მას შემდეგ, კონკრეტულად 1969 წელს აშენდა კურდღელაურის ღვინის ქარხანა, სადაც ხდებოდა ყურძნის მიღება-დამუშავება და ღვინის გადატვირთვა დასაძველებელ,  ჩამოსასხმელ საწარმოებში.
მარანიinfos.ge-ს ინფორმაციით, საწარმოს პირვანდელი სახელწოდება - „თელავის ღვინის მარანი“, 1995 წელს დაუბრუნდა და მისი სრული ტექნიკური რესტავრაციაც სწორედ ამ წელს ჩატარდა. ქარხანა აღიჭურვა ტემპერატურის სრული კონტროლის სამაცივრე სისტემით, უჟანგავი ფოლადის ცისტერნებით, 1000-მდე ღვინის სადუღარითა და მუხის კასრით.
მარანი„1995 წლიდან აღდგა ძველი ქვევრის მარანი, დაინერგა წარმოების სრული ციკლი - ვაზის ნერგის გამოყვანიდან, ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე და შეიქმნა ვაზის სანერგე მეურნეობა. წელიწადში 70 სხვადასხვა დასახელების, 5 მლნ-ზე მეტ ბოთლ ღვინოს ვუშვებთ სავაჭრო ნიშნით - „მარანი“ და „სატრაპეზო“. გარდა ამისა, ვაწარმოებთ ჭაჭის არაყს, ბრენდსა და ცქრიალა ღვინოს. გამოშვებული პროდუქციის დიდი ნაწილი საექსპორტოა და მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში იგზავნება, როგორიცაა: აშშ, ბალტიისპირეთი, იაპონია, ინგლისი, კანადა, პოლონეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, შვეიცარია, ჩინეთი, ჰოლანდია და ა.შ. საზღვარგარეთ ჩვენი მთავარი საწარმო პოლონეთში მდებარეობს და სწორედ იქედან ხდება ღვინის ექსპორტი ევროპაში. „თელავის ღვინის მარნის“ განვითარებისა და წინსვლის განუყოფელი ნაწილი, სიახლეებისკენ სწრაფვა და მუდმივად ახლის ძიებაა.“
მარანიროგორც გავიგეთ, „თელავის ღვინის მარნის“ პროდუქციას, საერთაშორისო კონკურსებსა და დეგუსტაციებზე მიღებული აქვს 500-ზე მეტი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო. გარდა ამისა, მათი ღვინოები შეტანილია წიგნში - „მსოფლიოს 100 საუკეთესო ღვინო“.
მარანიამჟამად კომპანია 300 ჰექტარ ვენახს ფლობს - წინანდალის, მუკუზანისა და ქინძმარაულის ზონებში. თითოეულ ზონაში გაშენებულია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ყურძნის ჯიშები.
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL