სად გავატაროთ დასვენების დღეები 18-19 იანვარს
infos.ge-ს ტრადიცული რუბრიკა თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის, რომელიც კვლავ განაგრძობს კვირის საუკეთესო ივენთების გაცნობას. ერთად გადავავლოთ თვალი 18-19 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებებს.

ელექტრონული მუსიკა
KHIDI - 18 იანვარს KHIDI წარმოგიდგენთ Ancient Methods-ის მიერ 2017 წელს დაარსებული ლეიბლის - Persephonic Sirens-ის შოუქეისს. ლეიბლმა მოკლე დროში დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე ინდუსტრიულ სცენაზე, მიუხედავად იმისა, რომ მასზე მხოლოდ 4 რელიზია გამოცემული. 2017 წელს Ancient Methods-ის The First Siren-მა, ხოლო 2018 წელს Aoud-ის სადებიუტო რელიზმა - SE MKII ლეიბლის მუსიკალურ მრავალფეროვნებას გაუსვა ხაზი. 2007 წლიდან დღემდე მისი დისკოგრაფია ათამდე სოლო რელიზს, ასევე ურიცხვ კოლაბორაციასა და რემიქსს ითვლის, როგორც Ancient Methods-ის სახელით, აგრეთვე მისი ცნობილი მეტსახელებით - Room 506, Pogo Im Säurebad.  კარიერის მანძილზე Ancient Methods-ის ნამუშევრები გამოიცა ინდუსტრიულ და EBM მიმართულების წამყვან ლეიბლებზე, ასევე საკუთარ ლეიბლებზე, Ancient Methods-სა და Persephonic Sirens-ზე.

Qual – William Maybelline-ის მუსიკას მსმენელი 2010 წლიდან იცნობს, იგი Dark Wave დუო Lebanon Hanover-ის თანადამაარსებელია. 2015 წლიდან კი, Qual-ის სახით, მან მსმენელს თავისი სოლო პროექტი წარუდგინა, რომელიც minimal wave-ის ჟანრის ბნელ მხარეში პოზიციონირებს. 3 წელში მის ანგარიშზე უკვე ორი ალბომია, რომლებიც იტალიურ ექსპერიმენტალურ ლეიბლ - Avant!-ზე გამოიცა. უახლოეს მომავალში მისი რელიზი Persephonic Sirens-ზე გამოიცემა.

Aoud - თანამედროვე ტექნო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და საინტერესო პროექტია, რომელიც, სწორედ Persephonic Sirens-ზე გამოცემული რელიზის, SE MKII-ის შემდეგ გახდა ცნობილი. EP-ში შესულმა სამივე ტრეკმა მალევე მოიპოვა პოპულარობა, როგორც მსმენელში, ისე დიჯეებს შორის. ამერიკელმა პროდიუსერმა იმავე სახელწოდების რელიზი 2016 წელს გამოსცა ერთ-ერთ ადგილობრივ ლეიბლზე, თუმცა მხოლოდ 2018 წელს მოიპოვა დამსახურებული პოპულარობა.

OTHR - KHIDI-ს რეზიდენტის ლადუკა ნინუას პროექტია. OTHR-ის მუსიკალური სივრცე უსაზღვროა. პროექტი გამოირჩევა სპეციფიური ჰარმონიულობით, რომელიც მის ერთგვარ ხელწერად ითვლება. ემბიენთიდან დაწყებული, მძიმე და ცივი ჟღერადობით დამთავრებული, OTHR წარმოადგენს არტისტის ერთგვარ შემაჯამებელ პროექტს, რომელიც თავს უყრის ლადუკას წინა მრავალჟღერადობიან პროექტებს: Oimactta, TU JI.

TICKETS: https://khidi.ge/product/friday-18-jan
I PRE-SALE: 30 GEL
II PRE-SALE: 40 GEL
DOOR: 40 GEL

https://www.facebook.com/events/2276527719291508/
ხიდი


BASSIANI - BASSIANI-ის სცენას 18 იანვარს SHDW & OBSCURE SHAPE დაიკავებს. მის დაბრუნებას BASSIANI-ის მსმენელი დიდი ხანია ელის, რადგან გერმანული დუეტის თბილისური გამოცდილება განსაკუთრებით დასამახსოვრებელია. ატმოსფერული, ხისტი და ენერგიული მუსიკა, რომელსაც ლეიბლის From Another Mind დამფუძნებლები ქმნიან და უკრავენ, მათი წარმატების და აღიარების მთავარი ფაქტორია. სანამ FROM ANOTHER MIND შტუტგარტული პროექტის მშობლიურ ლეიბლად იქცეოდა, ის საკლუბო ღონისძიებათა სერიას წარმოადგენდა, რომლის მიზანიც ადგილობრივი სცენის საინტერესო არტისტებისთვის პლატფორმის დათმობას წარმოადგენდა. მოგვიანებით, MARCO BLÄSI და LUIGI URBAN-მა გადაწყვიტეს, რომ მათი თანამშრომლობა სტუდიურ ფორმატში გაგრძელებულიყო და 2016 წელს ორი ალბომი NACHTBLENDE და WENN DIE MASKEN FALLEN გამოსცეს. SHDW & OBSCURE SHAPE ინტენსიურ, დინამიურ და საოცრად ენერგიულ სეტებს უკრავენ.

მათ ენერგეტიკას საინტერესოდ ეხმაურება NDRX, რომელიც კლუბის გამოცდილი რეზიდენტია. მისი სტილისთვის დამახასიათებელი ეკლექტიზმი და მოულოდნელობა, NDRX-ის არტისტული სახის მთავარი ელემენტებია.

რაც შეეხება HOROOM-ის ოთახს, ის HVL-ს დაეთმობა. 2018 წელს გამოცემული წარმატებული ალბომის - OSTATI-სა და მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო სივრცეებში დაკვრის გათვალისწინებით,  HVL თავისი კარიერის საუკეთესო ეტაპზე იმყოფება. შესაბამისად HOROOM-ში მისი მოსმენაც განსაკუთრებით საინტერესოა. გიგი ჯიქია ქართული სცენის ის უმნიშვნელოვანესი არტისტია, რომელიც ადგილობრივი ჟღერადობის საერთაშორისო სივრცეში გავრცელებას წარმატებულად ახერხებს. HOROOM-ში მასთან ერთად GIVI GELASHVILI ბრუნდება, რომელსაც მსმენელი მრავალფეროვანი და დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით იცნობს.


Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 20GEL
II Basket: 30GEL
Door: 30GEL

https://www.facebook.com/events/1467676960031232/
ბასიანი


ცოცხალი მუსიკა
საფორტეპიანო მუსიკის საღამო - 19 იანვარს, ფონდი „იავნანა“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საფორტეპიანო მუსიკის საღამოზე გიწვევთ.

ახალი თაობის ვარსკვლავები - სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი და გიორგი გიგაშვილი კლასიკური მუსიკის შედევრებს წარმოადგენენ.

საქველმოქმედო კონცერტით შემოსული თანხა, სრულიად მოხმარდება ნიჭიერი სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამას.
დასაწყისი - 19:30 საათზე.
ბილეთის ფასი - 10-25 ლარი.

https://www.facebook.com/events/286341542073934/
საფორტეპიანო მუსიკის საღამო

 
DOORS – 19 იანვარს DOORS-ში მაკა ზამბახიძისა და ბენდ Nonstop-ის საღამო გელოდებათ. თქვენს განწყობაზე, ასევე იზრუნებს სპეციალური სტუმარი - რატი დურგლიშვილი. საღამოს დაასრულებს DJ M.G.
მის: სულხან ცინცაძის 26 ნომერი
დამატებითი ინფრომაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 595 482626

https://www.facebook.com/events/356235768489321/
დორსი

NINE CLUB – 19 იანვარს NINE CLUB-ში მსმენელის წინაშე წარსდგება Project MAGDA, ყველასთვის საყვარელი სიმღერებით. საღამოს დაასრულებს - DJ ANAR.
საღამოზე მოქმედებს Face & Age კონტროლი (21+)
მის: ევროპის მოედანი
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 557 70 90 90
 
https://www.facebook.com/events/350087759159559/
ნაინ ქლაბი


თეატრი

მოძრაობის თეატრი - 19 იანვარს მოძრაობის თეატრი წამოგიდგენთ - "ინტრო"-ს, სანდრო ნიკოლაძის მუსიკალურ ალეგრიას. ბაგირზე მოცეკვავე ბალერინები, მხიარული ჟონგლიორები, ტანგო სამ განზომილებაში (კედელზე, ჰაერში და სცენაზე), თოკზე მოხტუნავე აკრობატები, გაცოცხლებული ქანდაკებები და ცოცხალი მუსიკა, ჯადოსნურ სამყაროს შექმნის და სანახაობა ყველა ასაკის მაყურებლისათვის ერთნაირად ემოციური იქნება.

სპექტაკლი ჟანრობრივად ბრეხტის თეატრის, საცირკო სანახაობის, მარიონეტებისა და თანამედროვე თეატრის სინთეზია.

რეჟისორი  - კახა ბაკურაძე
კომპოზიტორი  - სანდრო ნიკოლაძე

როლებში: კახა ბაკურაძე, სანდრო ნიკოლაძე, ლელა გადრანი, იოსებ ნადაშვილი, მიშა ზაქაიძე, ანი თალაკვაძე, ეკატერინე გაბაშვილი, უჩა მჟავია, ბექა გარსენიშვილი, გიორგი ხაჩიძე, თანო ჩხეიძე, ნინიკო ალავიძე, ინდირა რეი, ნორიკ ეგიანი. ირაკლი ხოშტარია, თეა ბატაძე, ხატია მანჯავიძე.

ბილეთის ფასი: 15 ლარი
თეატრის სალარო მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა - 19:00-20:00
მის:აღმაშენებლის გამზ. 182 / მუშთაიდის ბაღი

https://www.facebook.com/events/280593809325460/
მოძრაობის თეატრი


საბალეტო დასი - 18,19 და 20 იანვარს, საბალეტო დასი გიწვევთ მერი დავითაშვილის მუსიკის მიხედვით დადგმულ ორ მოქმედებიან საბავშვო ბალეტზე - „წუნა და წრუწუნა"!
იდეის ავტორი - ნინო ანანიაშვილი;
დამდგმელი დირიჟორი - კახი სოლომნიშვილი;
დამდგმელი მხატვარი - ირაკლი ავალიანი;
კოსტიუმების მხატვარი - ანა კალატოზიშვილი;
განათების მხატვარი - ვირჯინიო ლევრიო;
დამდგმელი ქორეოგრაფები - ნინო ანანიაშვილი, გია მარღანია;
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტი - ეკატერინე შავლიაშვილი;
ვიდეოანიმაცია -  VASS (იტალია)

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროსა და ონლაინ: beta.tkt.ge
ბილეთის ფასი: 20-50 ლარი.
დასაწყისი : 19:00 საათზე

https://www.facebook.com/events/385290112032947/
წუნა და წრუწუნა


კინოჩვენება
მზიურის თავისუფალი კინოჩვენება - პარასკევს, 18 იანვარს, 20:00 საათზე, მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში ჩიკაგოს მდიდრულ და ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებთ. ველმა ქელი და როქსი ჰარტი ყველა ხერხს მიმართავენ, რომ საზოგადოება საკუთარ უმანკოებაში დაარწმუნონ და ამას ყოვლისშემძლე ადვოკატის, ბილი ფლინის დახმარებით ახერხებენ. „ჩიკაგო“ განუმეორებელ მუსიკას, ფერებს და არაჩვეულებრივ სამსახიობო შესრულებას გთავაზობთ.

ფილმის დასრულებისთანავე, გაიმართება საინტერესო დისკუსია.

ჩვენება გაიმართება კაფეს სივრცეში. ადგილის სიმცირის გამო, დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 ადამიანი. ამისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.

ჩვენების ორგანიზატორი: სალომე ჯაფიაშვილი
რეჟისორი: რობ მარშალი
წელი: 2002
ხანგრძლივობა: 1 საათი და 53 წუთი
ენა: ქართული გახმოვანება

დასაშვები აუდიტორია: +12
დასწრება თავისუფალია.

"მზიურის თავისუფალი ჩვენებები" იმართება პროექტ "ახალი მზიურისა" და "ფონდი აჰუაჰუს თავისუფალი კინოჩვენებების" პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.

https://www.facebook.com/events/1968304676610919/

 
კინოამბასადორის ჩვენება - CineDoc -Tbilisi, პროექტ კინოამბასადორის ფარგლებში, წარმოგიდგენთ კინოჩვენებას ადამიანებსა და რეალობაზე.

ყველაზე გადატვირთულ სადგურზე პატარა, წყნარი ვეტერინარული მაღაზიაა, სადაც სიჩუმეს მხოლოდ გარედან შემოსული ხმაური არღვევს. მაღაზიის მფლობელი, ნიკო, შუშის დახლის უკან ზის თავის ცოლთან, ციცოსთან, ერთად. ის პოეზიას წერს მიმდინარე მოვლენებზე. 90-იანებში დიდუბე თბილისის მეტროს ბოლო გაჩერება იყო. სწორედ ამ დროს გახსნა ნიკომ თავისი მაღაზია. ცოლთან ერთად ნიკო უმეტეს დროს დიდუბეში ატარებს, სადაც თავის ოცნებებს, მუსიკას და პოეზიას უზიარებს მეგობრებს: ნოდარს, ადგილობრივ მომღერალს და ლილის, გარე მოვაჭრეს, რომელიც სადგურზე ლიმონს ყიდის. ფილმი აჩვენებს, როგორი მიჯაჭვულია ნიკო თავის ადგილს. თუმცა, რაც დრო გადის, ნიკოს პატარა სამეფო დასასრულს უახლოვდება. ვინ იცის, იქნებ ნიკოსთვის ეს დასასრული ახალი ერის დასაწყისია .

ფილმის ჩვენება გაიმართება 18 იანვარს, თავისუფალ/აგრარული უნივერსიტეტის კამპუსში, მეორე სართულზე, მე-200 აუდიტორიაში, 19:00 საათზე.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი №240

ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია ფილმის რეჟისორ - შორენა თევზაძესთან ერთად.

დასწრება თავისუფალია.

https://www.facebook.com/events/2536863009663651/


წიგნის პრეზენტაცია
მირჩა ელიადეს მოთხრობების კრებულის პრეზენტაცია - შაბათს, 19 იანვარს 18:00 საათზე გამომცემლობა „ალეფი“ გეპატიჟებათ მზიურის კაფეში ახალი თარგმანის წარდგენაზე – მირჩა ელიადეს "დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო".

ეს გამოცემა ოთხ მოთხრობას შეიცავს და რუმინელი მწერლის, ფილოსოფოსისა და მეცნიერის, მირჩა ელიადეს მხატვრული შემოქმედების სხვადასხვა ეტაპებს აერთიანებს. „დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო” და „ღამეები სერამპორში” ინდური მისტიციზმით არის გაჯერებული. მოთხრობაში - „პელერინა” ავტორი გასაოცარი სიზუსტით აღწერს რუმინეთის უშიშროების სამსახურის „სეკურიტატეს” მუშაობის პრინციპებს, ხოლო „ივან”-ი ომის თემაზე შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია.
რუმინულიდან მოთხრობები თარგმნა - ალექსი ქშუტაშვილმა.
რედაქტორი: ელზა ახვლედიანი;
წინასიტყვაობის ავტორი: სორინ ალექსანდრესკუ;
წინასიტყვაობა რუმინულიდან თარგმნა - სალომე ჯაფიაშვილმა.

მირჩა ელიადეს მხატვრული შემოქმედების შესახებ ისაუბრებენ გამომცემლობის დირექტორი - ბექა სამუკაშვილი და მთარგმნელი, სალომე ჯაფიაშვილი.
პრეზენტაციაზე წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება 35% ფასდაკლებით.

https://www.facebook.com/events/2130548447003421/

 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL