The Guardian-მა ქართული ჭაჭა საუკეთესო ალკოჰოლურ სასმელებში დაასახელა
პოპულარულმა, ბრიტანულმა გამოცემამ - The Guardian, საუკეთესო გამათბობელი ალკოჰოლური სასმელები დაასახელა.  
 
საინტერესოა, რომ 10 სხვადასხვა სასმელს შორის, ქართული ჭაჭაც მოხვდა. როგორც სტატიის ავტორმა აღნიშნა, ჭაჭა ეროვნულ სასმელს წარმოადგენს და კარგად გამოხატავს ოჯახში დამზადებული ალკოჰოლური სასმელის სულს. 
 
"ეწვიეთ ქართულ სოფელს, სადაც ჭაჭას თითქმის ყველა ოჯახში ამზადებენ და თქვენ აუცილებლად გაიძულებენ მინიმუმ ერთი ან სამი  ჭიქა დალიოთ". - სწორედ ასე აღნიშნეს The Guardian-ის პუბლიკაციაში. 
 
სააგენტოში იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ ჭაჭა ძალიან მაგარია და მძიმე დასალევია. ალბათ დამეთანხმებით, რომ მისი მთავარი ხიბლიც, სწორედ ეს არის. დაიწერა ისიც, რომ ჭაჭას ამ ეტაპზე აღმავლობის პერიოდი უდგას და თბილისის რესტორნებში უკვე შეიძლება მისი გაცილებით არომატული, "ბრენდული" ვერსიის დალევა.
ჭაჭა
„თუ ჭაჭას გასინჯავთ, აუცილებლად მიხვდებით, რატომ უყვართ ქართველებს მისი დალევა, განსაკუთრებით ზამთრის ცივ დღეებში".
 
ქართული "ჭაჭის" გარდა, ათეულში შემდეგი სასმელები მოხვდა: ჩეხური შეცხელებული ლუდი, დანიური ტრადიციული საშობაო სასმელი Glogg, შვედური სასმელი mumma, ბერძნული რაკამელო, იაპონური პირაზეკე და ა.შ.
 
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL