მყუდრო და კომფორტული გარემო ყველა თაობის ადამიანისთვის
რესტორანი „შარბათი“ თბილისში 2014 წელს გაიხსნა და გახსნის დღიდან გახდა სტუმრების საყვარელი ადგილი. როგორც გავიგეთ,  „შარბათი“ აღმოსავლური სიტყვაა და ტკბილ, არომატულ სასმელს აღნიშნავს. ამბობენ, რომ სასმელი სხეულს ენერგიას, სულს კი, სიმშვიდეს ანიჭებს. თუკი რესტორან „შარბათს“ ესტუმრებით, მიხვდებით რომ სახელი მართლაც ზედგამოჭრილია, რადგან აქ ტრადიციული კერძებისა და ეგზოტიკური გარემოს გარდა, ჯანსაღ ენერგიასა და მშვიდი განწყობის შექმნას გთავაზობენ. 
რესტორანზე მეტი ინფორმაციის გასაგებად, infos.ge „შარბათის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს - ზურა კენჭაძეს ესაუბრა.

„ჩვენი მიზანია, სტუმარს შევთავაზოთ სრული კომფორტი და უგემრიელესი კერძები, ორიგინალურ, დახვეწილ გარემოში. „შარბათში“ წარმოდგენილია ქართულ-ევროპული სამზარეულო, თუმცა მთავარი აქცენტი ქართულ სამზარეულოზე გვაქვს გადატანილი“.
რესტორანი მოიცავს რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებულ სივრცეს:
  • ელიტ დარბაზი - 350 ადამიანი
  • მინიატურების დარბაზი - 120 ადამიანი
  • ქართული მარანი - 150 ადამიანი
  • ვერანდა და საზაფხულო ეზო - 80 ადამიანი
  • სამი VIP დარბაზი
  • სამი განსხვავებული ინტერიერის კუპე
სივრცეები გაწყობილია ტრადიციული ქართული არქიტექტურის სტილში, სადაც ხის, ქვისა და ლითონის ფაქტურები, ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
შარბათი„ეს არის ერთადერთი ადგილი თბილისში, სადაც უგემრიელეს კერძებს ისეთ განსხვავებულ და მრავალფეროვან გარემოში დააგემოვნებთ, როგორიცაა: ელიტ დარბაზი, სადაც ანტიკურ სამყაროში აღმოჩნდებით, მინიატურების დარბაზი, რომელიც “ვეფხისტყაოსნის” სივრცეს წარმოგიდგენთ და ქართული მარანი, სადაც ცოცხალ მუსიკასთან ერთად ქართულ ტრადიციებს გაიხსენებთ. რაც შეეხება "შარბათის" ვერანდასა და ეზოს, აქ ზაფხულის ცხელ საღამოებს ყველაზე ხალისიანად გაატარებთ“.
შარბათიკიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა ესტუმროთ „შარბათს“, გემოვნებიანი და სტუმრებზე მორგებული მუსიკალური შოუ-პროგრამაა. ისე როგორც ელიტ დარბაზში, მინიატურების დარბაზსა და ქართულ მარანშიც ყოველდღე, საღამოს 20:00 საათიდან იწყება გასართობი პროგრამა და 00:30 საათამდე გრძელდება.
აქვე გეტყვით, რომ რესტორანი დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ-ზე მდებარეობს და ყოველდღე 09:30 საათიდან, 02:00 საათამდე გელოდებათ.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ