როგორი ვითარებაა საავტომობილო გზებზე მაღალმთიან რეგიონებში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზებზე დაწესებულია შეზღუდვები.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გზებზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შესაბამისი კონტრაქტორი ორგანიზაციები და ინტენსიურად იწმინდება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ნებადართული მონაკვეთები. ასევე, მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გზებზე ტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას გაგიწევენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ისინი უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხო ადგილამდე ტრანსპორტირებას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, შეზღუდვები დაწესებულია შემდეგ მიმართულებებზე:
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე მიზეზით ჯერჯერობით ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. ამავე გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაურამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ზვავსაშიშროების გამო, ასევე აკრძალულია გადაადგილება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის, კერძოდ კალა-უშგულის მონაკვეთზე. ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნამდე ამ მონაკვეთზე ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯვარი-დიზის მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, დიზი-კალას მონაკვეთზე მოძრაობა, დაშვებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის. ამავე გზის ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ასევე აკრძალულია მოძრაობა კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავანის უღელტეხილის მონაკვეთზე.  ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზაზე, კერძოდ ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარიზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ასეთვე აკრძალვაა დაწესებული ახალქალაქი-კარწახის გზის, კიროვაკანი-კუმურდოს საავტომობილო გზის მონაკვეთზეც,  თუმცა თავისუფალია დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
 
აქვე გეტყვით, რომ ყველა ზემოთხსენებულ გზაზე, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ვითარება გზებზე
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ