ახალი ღვინო კომპანია „თელიანი ველი“-სგან
კომპანიამ „თელიანი ველი“ მომხმარებელს ახალი პრემიალური ღვინო - „სამთავრო“ წარუდგინა. ღვინის პრეზენტაციას ღვინის ბარში „8000 მოსავალი“ შედგა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ „სამთავროს“ რჩეული ღვინოები. 
თელიანი ველი - სამთავროროგორც გავიგეთ, „სამთავრო“ სამ ღვინოს აერთიანებს - „საფერავი რეზერვი“, „თელიანი რეზერვი“ და „მწვანე დაძველებული მუხაში“. კონცეფციასა და დიზაინზე სააგენტომ - „More Studio” იმუშავა.
თელიანი ველი - სამთავრო„დიზაინერებმა ჩვენს მეღვინეებთან ერთად მაღალი ხარისხის ბოთლი და საცობი სპეციალურად შეარჩიეს, რადგან „სამთავროს“ ღვინოებს ხანგრძლივი დავარგების პოტენციალი გააჩნია. დასახელება "სამთავრო" ხაზს უსვამს ბრენდის ფასეულობებს და თავისი მნიშვნელობით პროდუქტის მაღალ ხარისხს გამოხატავს. სწორედ ამის მიხედვით შეიქმნა ბრენდის ვიზუალი, მთავარი და მცირე გერბები. ერთ-ერთი მთავარი ვიზუალური ელემენტი კი, კოშკის მეტაფორაა“.
თელიანი ველი - სამთავროროგორც infos.ge-ს „თელიანი ველის“ წარმომადგენლებმა განუმარტეს, საფერავი რეზერვი დამზადებულია გვიან შემოდგომით მოწეული საფერავის საუკეთესო მტევნებიდან. ღვინო დავარგებულია ფრანგული მუხის კასრებში 12 თვის განმავლობაში. ინტენსიური და დაბალანსებული ტანინები განაპირობებს ღვინის ხანგრძლივ და ეგზოტიკურ დაბოლოებას.

რაც შეეხება, ადგილწარმოშობის დასახელების წითელ მშრალ ღვინოს - „თელიანი რეზერვი“. ის დამზადებულია კახეთში, „თელიანის“ მიკრო ზონაში მოწეული კაბერნე სოვინიონის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. ისევე როგორც „საფერავი რეზერვი“, „თელიანი რეზერვიც“ დავარგებულია მუხის კასრებში 12 თვის განმავლობაში. სწორედ ეს განაპირობებს გემოს იდეალურ ბალანსს , ხავერდოვან ტანინებსა და სავსე სხეულს.

ბოლოს კი, „მწვანე დაძველებული მუხაში “. ღვინო დამზადებულია მწვანის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან და დავარგებულია ფრანგული მუხის კასრებში 6 თვის განმავლობაში. მას აუცილებლად გამოარჩვეთ ვანილის , დაშაქრული თხილის , მუსკატის კაკლისა და დარიჩინის კომპლექსური არომატებით.
თელიანი ველი - სამთავრო„სამთავროს“ შეძენა  უკვე შესაძლებელია ღვინის მაღაზიებსა და სხვადასხვა სუპერმარკეტებში.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL