Game Lounge - ადგილი თამაშისა და განტვირთვისთვის

თამაში თუ მოგინდება, მაგრამ სახლში ყველა შენს წინააღმდეგაა, დროა სხვა გამოსავალი იპოვნო. სწორედ ამაში დაგეხმარებით დღეს და თბილისში, 2 წლის წინ გახსნილი Game lounge-ის შესახებ მოგიყვებით.
game lounge„სულ როგორ უნდა თამაშობდე“? „Playstation-ის გამო ყურადღებას საერთოდ აღარ მაქცევ“!!! „მორჩი თამაშს და მოდი ჭამე“!!! -  ეს ფრაზები ალბათ ყველა იმ ადამიანს ეცნობა, ვინც კომპიუტერული თამაშების მოყვარულია. ამ, არც ისე სასიამოვნო დიალოგებისა თუ მონოლოგების თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ უსაყვარლეს, პატარა და მყუდრო Game Lounge-ს ეწვიოთ, სადაც გარდა ნამდვილი სათამაშო გარემოსა, უგემრიელესი უალკოჰოლო სასმელებიც გელოდებათ.

როგორც გავარკვიეთ, მსგავსი ადგილები თბილისში ძალიან ცოტაა. იმის შესახებ, თუ რისი თამაში შეგიძლიათ Game Lounge-ში კონკრეტულად და როგორია ფასები,  ლაუნჯის მფლობელი - ირაკლი მაისურაძე გვესაუბრა.
game lounge„Game Lounge - ეს არის ადგილი თამაშების მოყვარულთათვის, რომელიც უახლესი ტექნიკითა და სიმყუდროვით გამოირჩევა. ჩვენთან მოსულ სტუმრებს სრულ კომფორტს ვთავაზობთ და უგემრიელესი სასმელებითაც ვუმასპინძლდებით. რაც შეეხება თამაშებს, ჩვენთან ყველა ისეთი მოთხოვნადი, პოპულალური და საყვარელი თამაშია წარმოდგენილი, როგორებიცაა: FIFA, PES, PUBG, WORLD WAR, NBA-2018, JTA-5, FOR HONOR, INJUSTICE, BLACK OPS და ა.შ. ლაუნჯში დაგხვდებათ 15 Playstation-ი, 20 პერსონალური კომპიუტერი და 1 VIP ოთახი“.
game loungeროგორც ირაკლიმ გვითხრა, playstation-ზე 1 საათი თამაშის ფასი 4 ლარია, ხოლო VIP ოთახში სტუმრობა, 8 ლარი დაგიჯდებათ. გარდა თამაშებისა, Game Lounge-ში მისულ სტუმრებს შეგიძლიათ ფილმების, ფეხბურთისა და კალათბურთის მატჩების პირდაპირ ტრანსლაცის ყურება.
game loungeაქვე გეტყვით, რომ Game lounge სიმონ ჩიქოვანის 4 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 10:00-დან 03:00 საათამდე მუშაობს.

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ