ვინ და რატომ „იპარავს“ ღვინოს საქართველოდან

საქართველოში ღვინო და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, დღემდე  ამოუწურავ თემად რჩება. კომპანიები, კერძო პირები, სტარტაპერები, ყველა ცდილობს ორიგინალური და განსხვავებული სიახლე შემოიტანოს ქართულ ბაზარზე. სწორედ სიახლისთვისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, 2016 წელს პროექტს - „ღვინის ქურდები“ ჩაეყარა საფუძველი.
ღვინის ქურდებიმეღვინეობაში, ბრენდინგსა და მარკეტინგში დიდი გამოცდილების მქონე მეგობრების - ზაზა ასათიანის, ავთო კობახიძისა და გივი აფაქიძის წამოწყებამ, ღვინის საინტრესო და თამამმა შეფუთვამ საზოგადობის ყურადღება მალევე მიიპყრო. თუმცა, სანამ შეფუთვაზე გადავალთ, მათი პროექტის მთავარ მიზანზე მოგიყვებით.
ღვინის ქურდებიროგორც გაირკვა, კომპანია საქართველოს სხვადასხვა ოჯახური მარნებიდან, ბაზარს განსხვავებულ ღვინოებს აწვდის. ბიოლოგიურად სუფთა ვენახში მოყვანილი ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები, დანამატების, ინდუსტრიული საფუარებისა და დამწმენდი საშუალებების გარეშეა წარმოებული.

„ჩვენი მთავარი მიზანი, იმ მცირე მარნების პოპულარიცაზიაა, სადაც საოცარი ღვინოები იწარმოება, თუმცა ბაზარზე არ გამოდის. ქართული, ოჯახური ღვინის საუკეთესო ნაწილი, სამწუხაროდ მომხმარებლამდე ვერ აღწევს, რადგან გლეხებს არა აქვთ საშუალება, საკუთარი ღვინო აწარმოონ. სწორედ ამიტომ, ჩვენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის, მცირე მარნების მიერ წარმოებულ ღვინოებს ბოთლში ვასხამთ, ვუკეთებთ შესაბამის ეტიკეტს, შეფუთვასა და გაგვაქვს საზღვარგარეთ. ამით ვაცნობთ მსოფლიოს, როგორც კონკრეტულ მეღვინეებს, ისე ღვინის სახეობებს. ჩვენს მიერ წარმოებული ღვინის ეტიკეტზე, ყოველთვის არის მითითებული ღვინის მწარმოებელი პიროვნება. ღვინის შერჩევას წინ უძღვის დეგუსტაცია და ლაბორატორიული შემოწმება. როდესაც ვხვდებით, რომ ის სრულფასოვანია, მას შემდეგ ხდება წარმოება. უპირატესობას ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა ღვინოს ვანიჭებთ“.
ღვინის ქურდებიკომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავს მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. თუმცა, მთავარი ისაა, რომ კომპანია გლეხებს ეხმარება ღვინის ბრენდირებაში და პროდუქციის პოპულარიზაციაში.

„ჩვენს მიერ წარმოებული ღვინო, საქართველოში მცირე რაოდენობით იყიდება, რადგან მთავარი აქცენტი გადატანილია ექსპორტზე. ამ ეტაპზე, მთავარ საექსპორტო ბაზარს, ამერიკა და საფრანგეთი წარმოადგენს, რამდენიმე დღეში კი, ჩეხეთის ბაზარზეც გამოვჩნდებით“.
ღვინის ქურდები"ღვინის ქურდების" ბრენდის ქვეშ, ამ ეტაპზე 4 დასახელების ღვინო იწარმოება. წარმოების დიდი ნაწილი, საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ჯიშებს, საფერავსა და რქაწითელს უკავია, რის შემდეგაც მოდის ცოლიკაური და გორული მწვანე.  მიმდინარე წელს, კომპანია ახალი სახეობების დამატებასაც განიხილავს, რომლის ეტიკეტიც, ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, ასევე განსხვავებული იქნება.

„როცა პირველი ეტიკეტი შეიქმნა, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ამას მოჰყვა ძალიან დიდი გაღიზიანება. შიშველი ეტიკეტის ავტორი ცნობილი ბრიტანელი ილუსტრატორია, რომელიც თანამშრომლობს "Vogue’’-თან და სხვა ცნობილ ჟურნალებთან. ჩვენ მას მივწერეთ, რათა გამოგვეყენებინა ეტიკეტის უფლება და გავაკეთეთ საფერავის ხაზი შიშველი ეტიკეტით. მართალია, მან საფრანგეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა ამერიკულ ბაზარზე, სიშიშვლე მკაცრად კონტროლდება და იქ ჩვენი ეტიკეტიც სხვანაიარია.  
ღვინის ქურდებირაც შეეხება სახელწოდებას,  ქართველი მწერლის, შიო არაგვისპირელის ნაწარმოებიდან გამომდინარეობს და როგორც თავად ამბობენ, ისინი „იპარავენ“ ღვინოს საქართველოდან, რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით.
უცხოურ ბაზარზე, ბოთლის ფასი 30 $-დან იწყება. ადგილობრივ ბაზარზე კი, „ღვინის ქურდები“ რამდენიმე ღვინის ბარსა და მაღაზიაშია წარმოდგენილი.
 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ