როგორ გაჩნდა 43 ქვევრი თბილისში, მე-8 სართულის ტერასაზე
კაფეებისა და რესტორნების ძიებისას, ალბათ ძნელად წარმოსადგენია, კორპუსში, მე-8 სართულზე მდებარე  ულამაზეს ადგილს გადააწყდეთ, რომლის ვერანდაზეც ღვინის 43 ქვევრია წარმოდგენილი. infos.ge შეეცადა თქვენთვის უნიკალური ადგილი ეპოვნა და “ბინა N37“ აღმოაჩინა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.
ბინა N 372015 წელს, თბილისის რიგითმა მაცხოვრებელმა, პროფესიით ექიმმა - ზურაბ ნატროშვილმა, მეღვინეობას მიჰყო ხელი და საკუთარ ვერანდაზე, სადაც აუზის აშენება იყო გადაწყვეტილი, 43 ღვინის ქვევრი განათავსა. ამ გადაწყვეტილებას, მალევე მოჰყვა საოჯახო რესტორნის შექმნის იდეაც და 2017 წლიდან, ფუნქციონირება  „ბინა N37“-მა დაიწყო.
ბინა N37საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე განთავსებული მარანი და საოჯახო ტიპის რესტორანი -„ბინა N37“,,  ერთადერთი ადგილია, სადაც თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ღვინო, ვერანდაზე განთავსებული მარნის 43 ქვევრიდან. თითოეული ქვევრი 200-350 ლიტრ ღვინოს იტევს და ამ ეტაპზე სტუმრებს კახურ მწვანეს, საფერავს, რქაწითელსა და ქვევრის ჭაჭას სთავაზობენ.
ბინა N37მაშინ, როდესაც გვეგონა, რომ თბილისში, კორპუსის ვერანდაზე განთავსებულ მარანზე მეტად ვეღარაფერი გაგვაოცებდა, აღმოჩნდა, რომ „ბინა N37“-ში ასევე გელით თონე, მაყალი და საწნახელი. ბატონი ზურაბის ორიგინალური წამოწყება, არც უცხოურ პრესას გამოპარვია და „ბინა N37“-ზე ისეთ გამოცემებში დაიწერა, როგორებიცაა: harper's bazaar და new york times.
ბინა N37„ჩვენი მთავარი მიზანია, გავცდეთ რესტორნის იდეას და „ბინა N37“ ყველა სტუმრისთვის იყოს ადგილი, სადაც ოჯახური გარემო დახვდებათ. დღემდე ამ იდეას ვემსახურებით და გარდა ნამდვილი ქართული ღვინისა, სტუმრებს უგემრიელესი ქართული, ოჯახური რეცეპტებით მომზადებულ კერძებსაც ვთავაზობთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროდუქტი ყოველთვის ნატურალური და ხარისხიანია. ჩვენ ვიზიარებთ შემდეგ ფასეულობებს: ჭეშმარიტება ღვინოშია, ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ჭამა ყოველთვის საუკეთესო ადამიანები არიან, სტუმარი ღვთისაა”.
ბინა N37რაც შეეხება ფასებს, ჭიქა ღვინის ფასი 10-15 ლარი, 1 ლიტრის კი, 35-40  ლარია.

მგალობლიშვილის 5ა ნომერში, მეორე სადარბაზოს მერვე სართულზე, არსებობს ადგილი, სადაც ყოველდღე 13:00 საათიდან - 23:00 საათამდე გულთბილად მიგიღებენ და საოცარი კერძებით გაგიმასპინძლდებიან. 
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL