სად გავატაროთ დასვენების დღეები 11-12 იანვარს
infos.ge ტრადიციას არ არღვევს და თქვენთვის კვირის გამორჩეული ივენთების გაცნობას განაგრძობს. ჩვენ ვცდილობთ თქვენი ვიქენდი განსაკუთრებული გავხადოთ და გირჩიოთ, თუ სად გაატაროთ საუკეთესო საღამო 11-12 იანვარს.

ელექტრონული მუსიკა

BASSIANI – 11 იანვარს BASSIANI-ს სცენას ANTHONY LINELL, იგივე ABDULLA RASHIM დაიკავებს. ის იშვიათი არტისტია, რომელსაც ლეიბლ Northern Electronics-თან ერთად BASSIANI-ს ხუთწლიანი ისტორიის ყველა ეტაპზე კლუბის იდენტობის განსაზღვრაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. VARG-თან ერთად დაარსებული ლეიბლი ტექნოს და ექსპერიმენტული ელექტრონული ჟღერადობის გადაკვეთის წერტილებზე ორიენტირდება და ეს ზუსტად ის სივრცეა, სადაც შვედი არტისტი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. ANTHONY LINELL-მა საკუთარი იდენტობის შესანიღბად პროექტი ABDULLA RASHIM და ლეიბლი A.R.R შექმნა, თუმცა წლების შემდეგ გააცნობიერა, რომ ბევრად მეტი მუსიკალური მიზნის მიღწევა სურდა. ACRONYM, KORRIDOR, DORISBURG, THE EMPIRE LINE და სხვა საინტერესო მუსიკოსების დამსახურებით NORTHERN ELECTRONICS ელექტრონული მუსიკის მოწინავე პლატფორმად იქცა, რომელიც წლების განმავლობაში BASSIANI-ს ხშირი სტუმარიც გახდა. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე მას დაახლოებით 25 ჩანაწერი აქვს გამოცემული, მათ შორის ისეთ ლეიბლებზეც, როგორებიცაა Field Records, Opal Tapes, Semantica Records, posh isolation. მშობლიურ პლატფორმა გამოცემულ კრებულებს შორის აღსანიშნავია კასეტაზე ჩაწერილი ალბომი “ჟინვალი”, რომელიც საქართველოში მიღებული კულტურული გამოცდილებით არის შთაგონებული.

საკლუბო ღამეს გახსნის ადგილობრივი ტექნო სცენის წამყვანი არტისტი ZITTO, რომლის მოსმენაც წელს ADE, CONCRETE, DRUGSTORE BEOGRAD , პეკინის LANTERN CLUB-სა და სხვა საინტერესო შემოქმედებით სივრცეებში შეიძლებოდა. მუსიკისადმი უკომპრომისო მიდგომა და დაკვრის გამორჩეული სტილი ZITTO-ს სცენის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცევს.

HOROOM-ის ოთახი ვანკუვერის მუსიკალური სცენის წარმომადგენელ FLØRIST-ს მასპინძლობს, რომელიც მუსიკას აქტიურად 2015 წლიდან გამოსცემს. მის დისკოგრაფიაში ადვილი შესამჩნევია აქცენტი ჰაუსის ღრმა და მელოდიურ ასპექტებზე, რაც კანადელი არტისტის დიჯეი სეტებსაც მკვეთრად ახასიათებს. საცეკვაო მოედანზე მისი კომპანიონი კლუბის რეზიდენტი თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI იქნება. BASSIANI-ს ბაზაზე დაფუძნებული ლეიბლის, BASSIANI RECORDS-ის კურატორს და თბილისის სცენის გამორჩეული სელექტორს HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვის.
Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 20GEL; II Basket: 30GEL; Door: 30GEL.

https://www.facebook.com/events/337163610456516/
ბასიანი

KHIDI - 11 იანვარს KHIDI-ში დაუკრავენ ლეიბლ AUFNAHME + WIEDERGABE-ს ოჯახის წევრი, ყველასთვის კარგად ნაცნობი SCHWEFELGELB-ის სულის ჩამდგმელი, ორი ბერლინელი დიჯეი და პროდიუსერი ერთობლივი პროექტით - SID & EDDY. მათთან ერთად დაუკრავს ბრიტანული ტექნო სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა Luke Standing ტექნო პროექტით - BLUE HOUR. არტისტებს მასპინძლობას ლოკალური ტექნო სცენის პიონერი და კლუბის რეზიდენტი - VULKANSKI, იგივე აჩი თაბუკაშვილი გაუწევს. 2-ში დაუკრავენ პროექტ G WYLTI-ს ერთ-ერთი წევრი დათუნა დგებუაძე სასცენო სახელით - RYDEEN და G2-ის რეზიდენტი პროექტი სოლო გაგუასა და გიორგი კაკოიშვილის შემადგენლობით - DIGITAL GROOVE AFFAIR.
TICKETS: https://khidi.ge/product/friday-11-jan/
I PRE-SALE: 20 GEL; II PRE-SALE: 30 GEL; III PRE-SALE: 40 GEL; DOOR: 40 GEL.

https://www.facebook.com/events/210523053187041/
ხიდი

ცოცხალი მუსიკა

ANTIQ bar & restaurant - 12 იანვარს შაბათს, გაატარეთ დაუვიწყარი საღამო ANTIQ bar & restaurant-ში.  მოისმინეთ თქვენთვის საყვარელი კომპოზიციები - მევიოლინე კესო ბურჭულაძესთან ერთად. საღამოს დაასრულებს DJ Leon.
კარი გაიღება 20 საათზე.
მაგიდის რეზერვაციისათვის დარეკეთ 598-38-38-55; 568-81-62-65.

https://www.facebook.com/events/1179305218895661/


Backstage76 - 11 იანვარს კლუბ Backstage76-ში გაიმართება ექსპერიმენტული მუსიკის კონცერტი.

რამდენიმეწლიანი არსებობისა და ორი ალბომის შემდეგ, საქართველოში პირველად ჯგუფი "Critical Mass" გამართავს უკომპრომისო მუსიკის ლაივს. იმპროვიზაციული ჯაზის და როკის ენერგიით გაჯერებულ სეტს დაუკრავენ გურამ მაჭავარიანი და ირაკლი სანადირაძე.
ბილეთის ფასი: 7 ლარი.

https://www.facebook.com/events/1162390467249263/
 
გამოფენა

თბილისის ისტორიის მუზეუმი - ლია ბაგრატიონის პერსონალური გამოფენა „შეშლილი ჩაის სმა“, მხატვრის ბოლოდროინდელი ნამუშევრებისგან შექმნილი ექსპოზიციაა. მათი ნაწილი სრულიად ახალი პროექტებია. ნაწილი შედარებით ძველი ნამუშევრების რეკონცეპტუალიზაცია, რაც მათ მეტ-ნაკლებ ვიზუალურ ტრანსფორმაციას იწვევს. გამოფენა შემთხვევითობას, ხილულის და უხილავის, მახსოვრობის და მასალის ურთიერთქმედებას იკვლევს. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სამდღიანი ვორქშოფი უცხოელ ხელოვანებთან - მანუელ კანუსთან (დანია) და ალექსანდრა ენგელფრიტთან (ნიდერლანდები) ერთად. ასევე, მრგვალი მაგიდა და კატალოგის პრეზენტაცია.

პროექტი “თანამედროვე ხელოვნების გალერეა” 2016 წლიდან ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ხელოვნების სახელოვნებო ღონისძიებების მხარდაჭერას, როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

პროექტის ფარგლებში, დამთვალიერებელი გაეცნობა, ლია ბაგრატიონის მრავალმხრივი შემოქმედების ამსახველ გამოფენას, ფილმსა და კატალოგს.

პროექტის ავტორი: ლია ბაგრატიონი; კურატორი: მაგდა გურული; კოორდინატორი: ლიკა მამაცაშვილი.
გამოფენის გახსნა: 29 ნოემბერი, 19:00 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 29 ნოემბერი, 2018 – 20 იანვარი, 2019
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

მომდევნო დღეებში შესასვლელი ბილეთის საფასური: მოზრდილი 5 ლარი; სტუდენტი 1 ლარი; სკოლის მოსწავლე 50 თეთრი; პენსიონერი 50 თეთრი; ბავშვი 6 წლამდე უფასო; *ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: Biletebi.ge შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.

https://www.facebook.com/events/770042183341328/
 
Project ArtBeat - გალერეა Project ArtBeat და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ირაკლი ბუგიანის პერსონალურ გამოფენას - Nowhere to Run, რომელიც მხატვრის ბოლო დროინდელ ნამუშევრებს აერთიანებს.

ირაკლი ბუგიანი ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობს, ასევე მიმართავს კოლაჟის ტექნიკას. სურათებისთვის იყენებს ძველ და ახალ ფოტოებს, სხვადასხვა ვიზუალურ ინფორმაციას, ტექსტებს იმ მოვლენების შესახებ, რაც მის გარშემო, რეალურ ცხოვრებაში - სოციალურ, სამეცნიერო, პოლიტიკურ სიტუაციებში ხდებოდა ან ხდება. ბუგიანისთვის მნიშვნელოვანია თვითონ მუშაობის პროცესი და ამ პროცესის ხილვადობა ტილოებზე. იგი ზოგჯერ სპეციალურად ტოვებს ტილოზე მუშაობის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გაკეთებულ ფრაგმენტებს, თითქოს სურათები დაუმთავრებელია.  

ირაკლი ბუგიანი ცხოვრობს და მუშაობს დუსელდორფში. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებზე იყო წარმოდგენილი: “To see a world in a Grain of Sand”, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი (2016); „Crossing the boundaries”, AT388, როტერდამი, ჰოლანდია (2015); „Kunstpreis”, Kunsthalle Recklinghausen, რეკლინგჰაუზენი, გერმანია (2013); „Post Coitum Omne Animal Triste Est”, Damenundherren, დუსელდორფი, გერმანია (2012); „Zwischen Gestern und Morgen”, გალერეა 10, კარლსრუე, გერმანია (2011).

გამოფენა 21 დეკემბრიდან 8 თებერვლამდე გაგრძელდება.
გამოფენის გახსნა: 21 დეკემბერი, 19:00 - 21:00
მისამართი: პ. ინგოროყვას ქ. 14, თბილისი.
გალერეა ღიაა დამთვალიერებლისთვის სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11:00-19:00 საათამდე.

https://www.facebook.com/events/578140715965678/


თეატრი

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი - 12 იანვარს, 22:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი წარმოგიდგნეთ სპექტაკლს ერთ მოქმედებად - „თავისუფალი წყვილი“.
რეჟისორი - ქეთი დოლიძე
მონაწილეობენ: ნინელი ჭანკვეტაძე, პაატა ბარათაშვილი, ვანო დუგლაძე, იმედა არაბული.
სპექტაკლის ხანგრძლიობა: 100 წუთი.
ბილეთის ღირებულება: 10 ლარი.

https://www.facebook.com/events/269404107064131/


მოზადმაყურებელთა თეატრი - 12 იანვარს მოზარდმაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე დაიდგმება სპექტაკლი - "სევილიელი დალაქი".
სპექტაკლის ხანგრძლივობა 40 წუთი.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ თეატრის სალაროში.
მის.: აღმაშენებლის გამზ. 99/1
ტელ.: 0 32 2 957 874

https://www.facebook.com/events/277245162959921/

 
 
 
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL