რა იწვევს უძილობას და როგორ მოქმედებს ის ჩვენს ორგანიზმზე
უძილობა, რომ ჯანმრთელობაზე ძალიან მოქმედებს, ამაზე დიდი ხანია შევთანხმდით. სწორედ ამიტომ, დღეს infos.ge უძილობის გამომწვევ მიზეზებს განიხილავს.
უძილობადაძინება განსაკუთრებით რთულდება დაძაბული დღის შემდეგ, რის გამოც უმეტეს შემთხვევაში გამოსავალს ძილის წამლებში ხედავთ. ეს სულაც არ არის სასიამოვნო, რადგან უმჯობესია თუკი შეეცდებით და ორგანიზმს ბუნებრივად დაძინების საშუალებას მისცემთ.

ძილის პროცესს ხშირად უშლის ხელს მოჭარბებული შთაბეჭდილებები. ამიტომაც, დაწოლის წინ შეეცადეთ აღარ იფიქროთ განვლილი დღის პრობლემებზე.

ასევე გირჩევთ, არასოდეს მოაწყოთ საძიენებლში კაბინეტი და არ დადგათ კომპიუტერი, რადგან დაძინებამდე აუცილებლად მიუჯდებით მას და თქვენი ძილის პროცესი კიდევ უფრო გადაიწევს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი საძინებელი მხოლოდ ძილისთვისაა.
უძილობააქვე გეტყვით, რომ მშვიდი ძილის პროცესში, დაძინებამდე სუფთა ჰაერზე გასეირნება დაგეხმარებათ. ხოლო, მძაფრსიუჟეტიან ფილმებსა და სათამაშო სიუჟეტის გადაცემებს, საღამოს სჯობს არ უყუროთ.

გირჩევთ ყოველ საღამოს ერთსა და იგივე დროს დაიძინოთ, რადგან ორგანიზმი მიეჩვიოს რეჟიმს და სამომავლოდ უძილობაც აღარ შეგაწუხებთ.
უძილობარაც შეეხება კვებას, შეეცადეთ დაძინებამდე არ დალიოთ წყალი და მოერიდოთ ცხიმიან, მარილიან, ცხარე კერძებს. სჯობს, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მიირთვათ ისეთი მსუბუქი საკვები, როგორიცაა ხაჭო, მოხარშული ბოსტნეული, მაწონი, კეფირი და ა.შ.

კიდევ ერთი რამ, რაც დაძინებაში ხელს შეგიშლით, ალკოჰოლური სასმელი და მაგარი ყავაა.

მოკლედ, თუკი ამ ყველაფერს ერთად ან ცალ-ცალკე მაინც გაითვალისწინებთ, მშვიდი ძილი გარანტირებული გაქვთ. იზრუნეთ ორგანიზმზე და შეეცადეთ ძილის რეჟიმი იშვიათად დაარღვიოთ.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ