რესტორანი თბილისში, სადაც ლუდს ადგილზე ხარშავენ
რესტორანი „ოქროს კათხა“ თბილისში 2012 წელს გაიხსნა და დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნად განაგრძობს ფუნქციონირებას. მიზეზი იმისა, თუ რატომ ჰქვია რესტორანს  „ოქროს კათხა“ ძალიან მარტივი და ლოგიკურია. რესტორანში  ლუდსახარში დანადგარი დგას, სადაც იხარშება ლური „ლაგერი“ ჩეხური ტექნოლოგიითა და ჩეხური ნედლეულით.
ოქროს კათხა„რესტორანში მთავარ აქცენტს ხარისხზე, მომსახურებაზე, მუსიკასა და საფირმო ლუდზე ვაკეთებთ. სწორედ ხარისხიანი პროდუქტებით იქმნება ჩვენი უგემრიელესი კერძები, რომლითაც ასე ვამაყობთ. რაც შეეხება ფასებს, ყველასთვის ხელმისაწვდომი და მისაღებია. მაგალითად, ჩვენი საფირმო კერძი „ბოჰემია“ 59.90, „გაუჩო“ 44.90, ხოლო „კარპეზიჩი“ 21.90 ღირს“.
ოქროს კათხარესტორანში სტუმრად მისულებს, ქართულ-ევროპული სამზარეულოსა და უგემრიელესი, თქვენს თვალწინ მოხარშული ლუდის გარდა, საოცარი გარემოც დაგხვდებათ. როგორც თავად ამბობენ, სხვა რესტორნებისგან სწორედ უნიკალური ლუდი და რესტორნის განსაკუთრებული დიზაინი განასხვავებთ.
ოქროს კათხა„ჩვენთან მოსულ სტუმრებს, ყოველდღე, 20:00 საათიდან ვთავაზობთ საოცარ შოუ-პროგრამას. ცოცხალი მუსიკა, რომელსაც უდიდეს მნიშნელობას ვანიჭებთ, ღამის 12 საათამდე ჟღერს. რაც შეეხება დარბაზს, ცეტრალური დარბაზი გათვლილია 250 სტუმარზე, რეტრო დარბაზი კი, 100 ადამიანზე. ასევე გვაქვს VIP დარბაზი 60 და პატარა VIP დარბაზი 15 პერსონაზე“.
ქროს კათხარესტორანი „ოქროს კათხა“ ბელიაშვილის 75 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 09:00 საათიდან, 02:00 საათამდე მუშაობს.
 
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL