კარიკატურული თოჯინები k’dolls-ისგან
2 წლის წინ, ქართულ ბაზარზე ახალი სტარტაპი გამოჩნდა, რომლის იდეაც ხატია ჯავახაძეს დაებადა. k’dolls-ის შექმნის დღიდანვე, ხატია მთელი ენერგიით შეუდგა უცხო ადამიანების გახარებას და ორიგინალური საჩუქრების შექმნას.
k'dolls„ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი შესაძლებლობები გამომეყენებინა. ვხატავ, ვქსოვ, ვკერავ და ზოგადად ვაკეთებ ყველაფერს, რაც ხელოვნებას უკვავშირდება. სწორედ ამიტომ ვიფიქრე, რატომ უნდა ვიმუშავო რომელიმე კომპანიაში, როდესაც შემიძლია თავად შევქმნა მცირე ბიზნესი, ვაკონტროლო ხარჯიც, შემოსავალიც და ვაკეთო ის რაც ძალიან მიყვარს. ბრენდი k’dolls - ის შექმნის იდეაც სწორედ აქედან წარმოიშვა, მინდოდა შემექმნა რაღაც განსაკუთრებული, ამიტომაც შევაჯერე ჩემი ცოდნა, უნარები და თოჯინების დამზადება დავიწყე“.  
k'dollsამ 2 წლის მანძილზე ტექნიკაც დაიხვეწა და ნელ-ნელა ყველა საჭირო დანადგარიც შეიძინა. დაიწყო თანამშრომლობა კურიერულ კომპანიებთან და სულ მცირედით დაწყებული ბიზნესი, ხალხის გაბედნიერების წყაროდ აქცია.

„ყველა ადამიანი ვინც შეკვეთას მაძლევს, ელოდება რომ საუკეთესო თოჯინას მიიღებს, ამიტომ ყველა თოჯინა ხანგრძლივი შრომის შედეგია. მიზანი იმისა, თუ რატომ ვამზადებ კარიკატურულ თოჯინებს არის ის, რომ შემიძლია სხვა ადამიანებს დავეხმარო ორიგინალური საჩუქრის არჩევაში და შევუწყო ხელი საყვარელი ადამიანების გახარებაში. კარიკატურული თოჯინა არამარტო ფოტოს ასლი, არამედ ერთადერთი თოჯინაა, რომელიც მხოლოდ იმ ერთი ადამიანისთვის იქმნება. ყველაზე დასამახსოვრებელი, თოჯინის პირველი ნახვის შთაბეჭდილებაა, როდესაც ადამიანი თოჯინაში საკუთარ თავს ამოიცნობს, ეს კი ერთად თავს უამრავ ემოციას უყრის, იქნება ეს  სიცილი, ღიმილი, გაოცება,  სიხარული თუ სხვა“.
k'dollsხატიას თოჯინები, ბამბისაგან, ტყავისა და სხვადასხვა ტიპის ქსოვილებისაგან იქმნება. როგორც გავიგეთ, თავადვე პრინტავს ქსოვილს, რათა ფოტოსურათიდან იდენტური სამოსი შეკეროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყურადღება კარიკატურულმა თოჯინებმა მიიქცია,  ხატია კიდევ უამრავ ისეთ პროდუქციას სთავაზობს მომხმარებლებს, როგორიცაა: ფუმფულა სათამაშოები, ფოტოალბომები, მისალოცი ბარათები, პოლიმერული თიხის აქსესუარები და ა.შ.
k'dolls„მთელს დღეებს სახელოსნოში ვატარებ, ვმუშაობ შეკვეთებზე და ახალ იდეებზე, დროც შეუმჩნევლად გადის, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ. ახალ იდეებზე მუშაობა, მეხმარება ბიზნესის გაზრდაში. ძალიან მინდა, რომ სამომავლოდ ბევრი სხვადასხვა ტიპის თოჯინა შევმატო ჩემს ბრენდს, გავახარო ჩემი მომხმარებლები და გავხსნა მაღაზია. ამ ეტაპზე კი, მაქვს ონლაინ მაღაზია facebook გვერდზე, რომელიც ძალიან მორგებულია დღევანდელ გრაფიკზე მყიდველისთვის. ვინაიდან ყველა ვერ ახერხებს სამსახურიდან გამოსვლასა და საჩუქრის შესარჩევად საათების დაკარგვას, მოვერგე და შევისწავლე ონლაინ გაყიდვების სრული სისტემა“. 
k'dollsk’dolls ის სახელოსნოში ორი ტიპის კარიკატურული თოჯინა იკირება. ერთი მოხატული სახით, რომლის ფასიც 65 ლარია და მეორე, რომელსაც აქვს მხოლოდ თვალები და ფერადი ლოყები, მისი ფასი კი, 50 ლარს შეადგენს.
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL