ყავის საჭიროება ჯანმრთელობისთვის
საზოგადოებაში ყავის შესახებ გავრცელებული აზრი, რომ მისი ერთადერთი თვისება გამოფხიზლებაა და სასარგებლო სულაც არ არის, გვინდა ამ ბლოგში წარმოდგენილი მიზეზებით გავაქარწყლოთ. როგორც აღმოჩნდა, ყავას საკმაოდ ბევრი დადებითი თვისება აქვს და ბევრი მიზეზით, ჯანმრთელობისთვისაც კარგია. 
ყავა1. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მხოლოდ ყავის სუნსაც კი, შეუძლია შეამციროს სტრესის დონე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავას შეუძლია ებრძოლოს სტრესს, რომელიც უძილობით არის გამოწვეული. 

2. ყავა ამცირებს ღვიძლის ცეროზის განვითარების რისკსაც. მეცნიერებმა ნაღვლის ბუშტზე ყავის ზემოქმედების შესწავლის შემდეგ გაარკვიეს, რომ ყავის ხშირად დალევას შეუძლია თითქმის 50 %-ით შეამციროს ღვიძლის ცეროზის განვითარების რისკი.

3. ცნობილია, რომ ყავის მოყვარულებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების საკმაოდ დაბალი  რისკი აქვთ.
ყავა4. ასევე გაირკვა, რომ ყავა დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც. კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად 3-დან 5 ჭიქამდე ყავას სვამდნენ, თითქმის 3-ჯერ ნაკლებად აქვთ გულის დაავადებები, ვიდრე მათ, ვინც სხვა სასმელებს ირჩევს.

5. ყავა საგრძნობლად ამსუბუქებს პარკინსონის სიმპტომებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც სისტემატურად სვამენ ყავას, იშვიათად ემართებათ პარკინსონის დაავადება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მაინც დაემართათ, ის არ პროგრესირდება.
ყავა6. ყავა აახალგაზრდავებს ორგანიზმის თითოეულ უჯრედს. ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ყავა შეიცავს, ხელს უწყობენ ორგანიზმის უჯრედების გაახალგაზრდავებას. ყავის ნიღაბი ეხმარება ქალებს ნაოჭებისგან განთავისუფლებაში, იცავს ორგანიზმს სითხისა და კოლაგენის დაკარგვისგან.

7. მეცნიერები და სპორტსმენები ერთხმად ამტკიცებენ, რომ შეჯიბრებამდე ან ვარჯიშამდე ერთი ფინჯანი ყავა, საუკეთესო შედეგის მიღწევას განაპირობებს. განსაკუთრებით, სპორტის ისეთ სახეობებში, როგორებიც არის სირბილი და ველოსპორტი.

8. ასევე გაირკვა, რომ ყავა ქალებში კანის კიბოს დაავადების რისკსაც ამცირებს. ქალები, რომლებიც დღეში მინიმუმ 3 ფინჯან ყავას სვამენ, ბევრად დაცულები არიან კანის კიბოს გაჩენისგან.
ყავა9. მისი საუკეთესო თვისებებით, ყავა ახანგრძლივებს ტვინის მუშაობას. სწორედ ამიტომ, ის ალცაიმერისა და ტვინის სხვა დაავადებების განვითარებას უშლის ხელს.

10. ის ასევე ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია სახსრებისა და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების განვითარებასთან ბრძოლაში. ყავა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და 4 %-ით მცირდება ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების რისკი. 
ყავა
დროა ერთხმად შევთანხმდეთ, რომ ყავის დადებითი თვისებები, მართლაც საყურადღებო და მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. ასე რომ, იქნებ მის მიმართ ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულება, ნელ-ნელა დადებითი დამოკიდებულით ჩავანაცვლოთ. 

 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL