Sony Music Communication-ი ქართულ ღვინოზე ვიდეოპროექტის მომზადებას გეგმავს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული კულტურის, ისტორიისა და ქართული ღვინის შესახებ ვიდეოპროექტის მოსამზადებლად, საქართველოს გერმანელ პარტნიორებთან ერთად Sony Music Communication-ის წარმომადგენლობა ეწვია. 

Sony Music Communication და კომპანია TOPPAN საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასევე ასოციაცია  „ქართული ღვინოსთან“  ერთად, ტოკიოში დაგეგმილი გამოფენისთვის სპეციალურ პროექტზე იწყებს მუშაობას.

აქვე გეტყვით, რომ 2019  წლის  გაზაფხულზე იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში  პროექტის  - „საქართველო - ღვინის სამშობლო“  რიგით მეორე გამოფენა იგეგმება. ვიდეოპროექტის გადაღებები თბილისსა და კახეთში განხორციელდება. საქართველოსა და ქართული მეღვინეობის  შესახებ უახლესი ტექნოლოგიებით მომზადებულ პროექტს, იაპონელი დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში - Terrada Warehouse იხილავს.  

საქართველო ღვინის სამშობლოდ 2017 წელს, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი ოთხწლიანი საერთაშორისო კვლევის შედეგად აღიარეს. ამ აღიარებას მოჰყვა უდიდესი ინტერესი საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ, რაც ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის მიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და პოპულარიზაციისთვის.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL