„სორმონი“ - პატარა იმერეთი შუაგულ თბილისში
სორმონი იმერეთში, წყალტუბოს რაიონში მდებარე პატარა, ლამაზი სოფელია და სწორედ ამ სოფლის სახელწოდება აქვს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ რესტორანს, რომელსაც დღეს infos.ge დეტალურად გაგაცნობთ.
სორმონიუგემრიელესი იმერული სამზარეულოს ყველა გამორჩეული კერძი და გარემო, რომელიც რესტორანში სტუმრობისას დაგხვდებათ, აუცილებლად გაგრძნობინებთ თავს იმერეთის სტუმრად. გარდა გარემოსა, რესტორანში შესვლისთანავე იგრძნობთ იქვე გამომცხვარი თონის პურისა და კეცზე შემწვარი იმერული წიწილის სუნს, რის შემდეგაც შეუძლებელია „სორმონის“ ხშირი სტუმარი არ გახდეთ.
სორმონი„ჩვენი რესტორანი წარმოადგენს ძველ იმერულ ოდას, ძველი ქართული აივნებით, ეზოში ჩანჩქერითა და გამწვანებით. ის, რასაც ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევთ მომსახურების ხარისხი და ნატურალური პროდუქტებია. ყველაფერი, რითაც ჩვენი კერძები მზადდება, სწორედ სოფელ სორმონიდან და იმერეთიდან ჩამოგვაქვს. ამ ყველაფრის ფონზე კი, ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. მაგალითად  „ბჟიტი ტყემალში“, რომელსაც მხოლოდ ჩვენთან დააგემოვნებთ 35 ლარი ღირს, ხოლო „ეკალა ტყემალში“ 7.50. ჩვენს კიდევ ერთს საფირმო კერძეს წარმოადგენს - „სოფლის წიწილა ჩაწეწკილი“, რომელიც 26 ლარი ღირს და 2 კაცზეა გათვლილი“.
სორმონირესტორანი მოიცავს ერთ 120 კაციან დარბაზს, 5 კუპესა და 1 vip კუპეს ბუხრით. რაც შეეხება გასართობ პროგრამას, ყოველდღე 21:30 საათიდან იწყება.
სორმონი„სორმონი“ ალექსანდრე ყაზბეგის 57 ნომერში მდებარეობს, მუშაობას 11:00 საათიდან იწყებენ და ღამის 2 საათამდე ტრადიციული იმერული სტუმართმოყვარეობით გემსახურებიან.
                                                        
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL