სად გავატაროთ დასვენების დღეები 21-22 დეკემბერს
infos.ge ისევ და ისევ განაგრძობს თქვენთვის კვირის გამორჩეული ივენთების გაცნობას. ჩვენ ყოველ კვირას ვცდილობთ თქვენი ვიქენდი განსაკუთრებული და სასიამოვნო გავხადოთ. გაიგეთ, სად შეგიძლიათ გაატაროთ საუკეთესო საღამო 21-22 დეკემბერს.

ელექტორნული მუსიკა
ბასიანი - 21 დეკემბერს, კლუბში „ბასიანი“ ლეიბლის თანადამაარსებელი და კურატორი- CHRISTIAN STADSGAARD წარსდგება სოლო პროექტით - VANITY PRODUCTIONS. 2009 წელს სწორედ  CHRISTIAN STADSGAARD და LOKE RAHBEK-მა დაარსეს ექსპერიმენტული და ავანგარდული ელექტრონული მუსიკის ლეიბლი POSH ISOLATION. 200-ზე მეტი ჩანაწერისგან შემდგარი კატალოგი, რომელიც ბევრი საინტერესო და თვითმყოფადი არტისტების შემოქმედებით ხედვას აერთიანებს, POSH ISOLATION-ს თანამედროვეობის გამორჩეულ და უნიკალურ ლეიბლად აქცევს.

იმავე ღამეს STADSGAARD თავის დიდი ხნის კოლაბორატორთან და შვედეთის ელექტრონული მუსიკის სცენის წამყვან არტისტთან - VARG-თან და ISAK HANSEN (IRON SIGHT) ერთადაც წარსდგება, პროექტით THE EMPIRE LINE. ლეიბლის შოუ-ქეისზე კლუბში მისულ სტუმრებს დანიელი არტისტების - KRISTIAN EMDAL და SIMON FORMANN-ის საერთო პროექტის, AGE COIN-ის მოსმენაც შეეძლებათ. სკანდინავიური დუეტის დებიუტი 2011 წელს სწორედ POSH ISOLATION ლეიბლზე შედგა, რის შემდეგაც ისინი პლატფორმასთანთან მუდმივად თანამშრომლობენ. POSH ISOLATION-ის საღამოს ღირშესანიშნაობა VARG და CROATIAN AMOR-ის ერთობლივი შესრულება იქნება.

Online Tickets: www.bassiani.com I Basket: 20GEL II Basket: 30GEL III Basket: 40GEL Door: 40GEL
ბასიანიKHIDI – 22 დეკემბერს G2-ში დაუკრავენ კლუბის „მტკვარზე“ რეზიდენტები, ახალი თაობის წარმომადგენელი დიჯეი დახვეწილი სელექციითა და მიქსინგით - ფარნა სართანია, იგივე - PARNA, მასთან ერთად კი, დაუკრავს ქართველი დიჯეი და პროდიუსერი ჯიმი ესებუა ჰაუს პროექტით - QUERUBIM.

I PRE-SALE: 10 GEL
II PRE-SALE: 15 GEL
DOOR: 20 GEL
ხიდიცოცხალი მუსკა
კლუბი 10/11 - 21 დეკემბერს, 23:00 საათიდან კლუბ 10/11-ში ბენდი Mix2ra იზრუნებს თქვენი საუკეთესო განწყობის შექმნაზე. საღამოს დაასრულებს DJ - გიო გელაშვილი. დააწრება თავისუფალია.
Face & Age Control: 18+
დამატებითი ინფორმაციისთის დარეკეთ ნომერზე: 592771011 / 593330990
10/11ბარი-ბარში - 21 დეკემბერს ჯგუფი "არა" და "თუმანი" გთავაზობთ წლის შემაჯამებელ კონცერტს „ბარი-ბარში“. ჯგუფმა "არა" – 2018 წლის აპრილში გამოუშვა ალბომი სახელწოდებით - „რატომ მომიყვანეთ“.  ნოემბრის თვეში სოფელ ახატანში, გააკეთეს ცოცხალი აკუსტიკური სესია სახელწოდებით - ასატანი sessions

რაც შეეხება ჯგუფ თუმანს, ისინი წლებია მოღვაწეობენ ქართული როკის წინსვლისა და გადარჩენისთვის. გირჩევთ მოუსმინოთ მათ 2015/2016 წლის ალბომს #ვინცაზრზეა. თუმანი შემოგთავაზებთ მათი სიმღერების აკუსტიკურ ვერსიას.
ბილეთს საფასური - 10 ლარი
Age control +18 
ბარი ბარშიტიფანი ტერასა - დაუვიწყარი საღამო გელით ტიფანი ტერასაზე 22 დეკემბერს. თქვენი საუკეთესო განწყობის შესამქნელად, საღამოზე იმღერებს თემო თათარაშვილი. სტუმრებს ასევე შემოგთავაზებენ სპეციალურ აქციას „მარტინისგან“.
მაგიდებზე მოქმედებს ლიმიტი: პერსონა 50 ლარი
მაგიდების დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 591388838
ტიფანი ტერასათეატრი
შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი - 22 დეკემბერს, შალიკაშვილის პანტომიმის თეატრში სპექტაკლ „ანარეკლი“-ს პრემიერა შედგება.

სპექტაკლი შინაარსი: წარმატებულ მხატვარსა და ბალერინას ერთმანეთი უყვართ, მათ ხელს უშლის ბიზნესმენი, გალერეების მეპატრონე, რომელიც უზომოდაა შეყვარებული ბალერინაზე და ამიტომაც ყველანაირად ცდილობს წყვილი ერთმანეთს დააშოროს.

მონაწილეობენ: სალომე ფილიშვილი, გიგი ლორია, ირაკლი ბიბილური
სპექტაკლის რეჟისორი: სალომე ფილიშვილი  
დასაწყისი: 20:00 საათზე
ბილეთის ფასი: 10 ლარი
შალიკაშვილის პანტომიმის თეატრირუსთაველის 19 – 22 დეკემბერს, 20:00 საათზე, თეატრი „რუსთაველის 19“ წარმოგიდგენთ ა. ჩეხოვის მოთხრობების მიხედვით დადგმულ კომედიას ორ მოქმედებად.  

რეჟისორი - სანდრო მრევლიშვილი
მონაწილეობენ: ელენე ქასრაძე, ბექა ქამხაძე, ნატო ფილია, გურამ ბერეკაშვილი, ანი ბებია, მარიამ არღუთაშვილი, ქეთევან ლუარსაბიშვილი, სოფო მეძმარიაშვილი

პირველი მოქმედება - ჩინოვნიკის სიკვდილი
საშუალო დონის ჩინოვნიკი - ჩერვიაკოვი მოიპოვებს ბილეთს წარმოდგენაზე, რომელიც თეატრ „არკადიაში“ გაიმართება. თეატრში, წარმოდგენის მსვლელობის დროს, ჩერვიაკოვი დააცემინებს. თეატრ „რუსთაველი 19“ სცენაზე იხილავთ კომედიას, როგორ ცვლის ერთი ბილეთი და ერთი დაცემინება ერთი მგრძნობიარე ადამიანის ბედისწერას. 

მეორე მოქმედება - ფიცხი ადამიანის ჩანაწერები
ახალგაზრდა კაცი - ნიკოლაი ანდრეევიჩი ცდილობს დისერტაციაზე მუშაობას. მას ხელს უშლის მეზობლის ქალიშვილი მაშენკა. თეატრ „რუსთაველის 19“-ის სცენაზე იხილავთ კომედიას, როგორ ძალადობს ოჯახის შექმნის იდეით შეპყრობილი ქალი ნიკოლაი ანდრეევიჩზე.
ბილეთები: tkt.ge
ბილეთის დაჯავშვნა: 2 92 01 08, 555 77 50 76
ბილეთის ფასი: 9 ლარი
რუსთაველის 19გამოფენა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას - „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“. ისტორიაში სტალინური „წითელი ტერორის“ სახელით შესული მასობრივი რეპრესიები, საზოგადოების ყველა ფენასა და ასაკობრივ კატეგორიას შეეხო. რეპრესიების შედეგად ქართველმა სახელოვნებო საზოგადოებამაც უდიდესი დარტყმა განიცადა. გამოფენა „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ წარმოადგენს რეპრესირებული მხატვრების შემოქმედებას და იმ ზოგად ატმოსფეროს, რომელიც 30-40-იანი წლების ქართულ სახელოვნებო რეალობაში სუფევდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დიმიტრი შევარდნაძის, პეტრე ოცხელის, ჰენრიკ ჰრინევსკის, რიჰარდ ზომერის, კირილ ზდანევიჩის, ვასილ შუხაევის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, უჩა ჯაფარიძის, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის, კორნელი სანაძის და სხვათა ნამუშევრები.
პირველად გამოიფინება ვახტანგ კოტეტიშვილის ქანდაკებები საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მოქანდაკის ოჯახის კოლექციიდან. ნაჩვენები იქნება უნიკალური საარქივო კადრები. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმისა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებიდან. აგრეთვე, მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს, კინოსტუდია „ქართული ფილმისა“ და I არხის არქივებიდან.

ფესტივალის გახსნა: 11 დეკემბერი, 18:00 საათი.
ხანგრძლივობა: 2018 წლის 11 დეკემბერიდან - 2019 წლის 1 მარტამდე.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3. გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.
მომდევნო დღეებში შესასვლელი ბილეთის საფასური: მოზრდილი 7 ლარი; სტუდენტი 1 ლარი; სკოლის მოსწავლე 50 თეთრი; პენსიონერი 50 თეთრი; ბავშვი 6 წლამდე უფასო; ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: biletebi.ge

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.
საქართველოს ეროვნული მუზეუმიკონცერტი
სუხიშვილები - 22 დეკემბერს „თბილისი მუზიკ ჰოლში“ გაიმართება სუხიშვილების კონცერტი, რომელიც ეძღვნება დიდი ქართველი თეატრალური მხატვრისა და ქართული
ნაციონალური ბალეტ „სუხიშვილების“ კოსტიუმების ავტორის, სოლომონ ვირსალაძის
110 წლის იუბილეს.

კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ანსამბლის რეპერტუარში არსებული ის ცეკვები, რომლის
კოსტიუმებიც სწორედ სოლომონ ვირსალაძის მიერ არის შექმნილი;

თბილისელი მაყურებელი იხილავს კლასიკურ, ტრადიციულ ცეკვებს, რომელიც ბოლო
ათეული წლებია არ შესრულებულა საქართველოში.  

კონცერტის დაწყებამდე, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს სოლომონ
ვირსალაძის მიერ შექმნილი კოსტიუმებისა და ესკიზების გამოფენა.
სუხიშვილებიკინო-ჩვენება
მზიური - პარასკევს, 21 დეკემბერს, 20:00-ზე ახალი მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში, „საშობაო ზღაპრის“ ჩვენება გაიმართება.
ურთიერთობაში არსებული პრობლემებისა და გადასალახავი ამოცანების მიუხედავად, შობის საღამოს, რიგითი ფრანგების ოჯახი ერთად ხვდება და დროის ბედნიერად გატარებას ცდილობს.
ჩვენება გაიმართება კაფეს სივრცეში. ადგილის სიმცირის გამო, დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 ადამიანი. ამისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. დასწრება თავისუფალია.
"მზიურის თავისუფალი ჩვენებები" იმართება პროექტ "ახალი მზიურისა" და "ფონდი აჰუაჰუს თავისუფალი კინოჩვენებების" პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.
ჩვენების ორგანიზატორი: დავით დავითიანი
რეჟისორი: არნო დეპლეშინი
ქვეყანა: საფრანგეთი
ენა: ქართული
წელი: 2008
ხანგრძლივობა: 2 საათი 30 წუთი
მზიურის კინოჩვენება
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL