განუმეორებელი საახალწლო დადგმა რესტორანში - "ქალაქი"
მოახლოვდა ახალი წლის ღამე, ამ ღამის საუკეთესოდ გატარება კი, რა თქმა უნდა ყველას სურვილია. დაუვიწყარ საახალწლო საღამოს, რესტორან „ქალაქში“ გპირდებიან და უნიკალურ წარმოდგენაზე გეპატიჟებიან.

თავისი მასშტაბური საახალწლო დადგმით, დინამიკითა და სილამაზით, რესტორანი „ქალაქი“ აუცილებლად გაგაოცებთ. წარმოდგენა, რომელსაც მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ „ქალაქში“ იხილავთ,  მხატვარი - პეტრე ოცხელის პერსონაჟების ცეკვით და პლასტიკით გაცოცხლებაა.

მხატვარი პეტრე ოცხელი ქართული სცენოგრაფიული სკოლის დამაარსებელია. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

მეცხრამეტე საუკუნის თბილისის ინტერიერი იქნება წარმოდგენის მთავარი დეკორაცია, რომელიც ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ძალიან მოუხდება. ტრადიციული და „ფიუჟენ“ კერძებით გაწყობილი მაგიდები კი, ულამაზესი საახალწლო დიზაინით იქნება გაფორმებული, სადაც დაგხვდებათ ქართული ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

განსაკუთრებული მონდომებით დაგეგმილ საახალწლო პროგრამაში, რესტორანი „ქალაქი“ ახლებურად აჟღერებული, ძველი ქალაქური სიმღერების ფონზე, მოცეკვავესა და ქორეოგრაფს -  თეა დარჩიას, მის თეატრალურ დასთან ერთად წარმოგიდგნეთ.

31 დეკემბერს, მუსიკალური პროგრამა 23:00 საათიდან, თეატრალური წარმოდგენა „ოცხელის ქალაქი“ კი, 23:30 საათიდან დაიწყება.

წარმოდგენის დასრულებისთანავე გაგრძელდება მუსიკალური პროგრამა, სადაც „ქალაქის“ მუსიკოსები დინამიურ და ყველასთვის საყვარელ მსოფლიო ჰიტებს შეასრულებენ.

ახალი წლის ღამეს თქვენს წინაშე წარსდგებიან: მარიკო ებრალიძე - ვოკალისტი, მირზა მოდებაძე- ვოკალისტი, თიკა მახალდიანი - ვოკალისტი , გიო ცხვარიაშვილი - ვოკალისტი, დავით ლონდარიძე - გიტარისტი, ლევან ჩხაიძე და სოსო ლალიაშვილი - აკომპანიატორები ; რევაზ ედგარიძე - დრამერი.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 350 ლარს შეადგენს. რაც შეეხება მენიუს, შემდეგნაირია:
  • კიტრისა და პომიდვრის სალათი ნიგვზის სოუსით
  • ნიგვზის საკმაზით შეზავებული ბოსტნეულის ნაკრები
  • ქართული ყველის ნაკრები
  • ნაკლებმარილიანი ორაგული
  • წითელი ხიზილალა
  • თონეში დაბრაწული გოჭი შეფიცხებული ხაჭაპურის ნაჭრებით
  • მეგრულად მომზადებული ინდაურის საცივი
  • იმერული ხაჭაპური
  • ევროპული პურის კალათა
  • ხის სოკოთი მომზადებული ნიგვზიანი ხარჩო ღომთან ერთად
  • ტოლმა ვაზის ფოთოლში მაწვნის სოუსთან ერთად
  • ხბოს ხორცი ბროწეულისა და ღოღნაშოს წვენში
  • ღორის მწვადი
  • გრილზე მომზადებული ბოსტნეულის ნაკრები
  • ქართული ნუგბარი
  • გოზინაყი
  • მინერალური წყალი „ბორჯომი“
  • ლიმონათი „ზედაზენი“
  • ნატურალური წვენი
  • ცქრიალა ღვინო თელავის მარანი ბრუტი
  • ქალაქი მანავი თეთრი
  • ქალაქი მუკუზანი წითელი
  • არაყი ფინლანდია
თუმცა ეს კიდევ არ არის ყველაფერი, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, „ქალაქი“ ერთგულ სტუმრებს კიდევ ერთ საჩუქარს - "Happy Hour"-ს სთავაზობს. 17 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, ისარგებლეთ 20%-იანი ფასდაკლებით ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: +995 322 551 030; +995 577 060202
ქალაქი - საახალწლო ივენთი
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL