ყველაზე შემოსავლიანი ბიოგრაფიული მუსიკალური ფილმი - Bohemian Rhapsody გახდა
Deadline-ის ცნობით, ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ბიოგრაფიულ მუსიკალურ ფილმად, ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფის - Queen-ის შესახებ გადაღებული მხატვრული ფილმი - Bohemian Rhapsody დასახელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პრემიერა 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს შედგა,  Bohemian Rhapsody-ის შემოსავალმა, უკვე გადააჭარბა 608 მილიონ აშშ დოლარს. მხოლოდ ამერიკულ ბაზარზე კი, მისმა შემოსავალმა 175 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამ დრომდე, ყველაზე შემოსავლიან ფილმად 2008 წელს გამოსული მიუზიკლი - Mamma Mia! ითვლებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ლეგენდარულ ფრედი მერკურზე და მის ჯგუფზე გადაღებულმა კინოსურათმა, Mamma mia!-ს შემოსავალს გადააჭარბა და ყველაზე შემოსავლიანი ბიოგრაფიული მუსიკალური ფილმების სიის სათავეშიც მოექცა.

აქვე გეტყვით, რომ სიმღერა Bohemian Rhapsody მეოცე საუკუნის ყველაზე პოპულალურ სიმღერად დასახელდა. Universal Music Group-ის ცნობით, სიმღერის ვიდეო 1.6 მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა, რაც ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა. ვარაუდობენ, რომ სიმღერის ასეთ პოპულარობას, ფილმის გამოსვლამ შეუწყო ხელი.

რაც შეეხება ფილმს, შეგახსენებთ რომ, მისი რეჟისორი ბრაიან სინგერია, რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა "იქს-ადამიანები“, "ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები", "სუპერმენის დაბრუნება" და სხვა.
ფილმში ფრედი მერკურის როლს მსახიობი რამი მალეკი ასრულებს, რომელიც მაყურებელმა ტელესერიალიდან -"მისტერ რობოტი" გაიცნო.
 ბოჰემური რაფსოდია
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL