რა სიურპრიზებს გიმზადებთ ახალი წლის ღამეს რესტორანი - "ვეფხი და მოყმე"
რესტორანი „ვეფხი და მოყმე“ დაუვიწყარი ახალი წლის ღამის გასატარებლად, უნიკალურ შეთავაზებებს აანონსებს.

როცა „ვეფხი და მოყმეს“ გუნდს, ახალი წლის ნამდვილ მნიშვნელობაზე ვკითხეთ, მათ პასუხი შემდეგნაირი იყო:
„ლამაზად მორთული ნაძვის ხე, ტკბილეული, საჩუქრები და განსაკუთრებულად მომზადებული კერძები, ერთ ჩვეულებრივ დღეს, არაჩვეულებრივად ვერ აქცევს. ეს ის დეტალებია, რომელიც ახალ წელს ყოველთვის ახლავს, თუმცა ნამდვილი ღირებულება, გაცილებით მნიშვნელოვანი და ფასეულია. ახალი წელი საყვარელი ადამიანების გარემოცვასა და თბილ, ქართულ, ქალაქურ, მეგობრულ გარემოში უნდა გაატარო. მნიშვნელოვანია, დადებითი ემოციები და განსაკუთრებული გრძნობები, სხვებსაც გაუზიარო, ჩაეხუტო და საუკეთესო მომავალი წელი უსურვო. სწორედ ასეთი იქნება ახალი წელი რესტორანში „ვეფხი და მოყმე“.

შოუ-პროგრამას ანსამბლი შვიდკაცა გახსნის, რის შემდეგაც სცენას მონაცვლეობით დაიკავებენ უნიჭირესი მომღერლები და მოცეკვავეები. შესრულდება როგორც ქართული, ისე უცხოური ჰიტები, რომლებიც ახალი წლის ღამესთან და ყველაზე ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება.

შოუ პროგრამაში მონაწილეობენ:
  • ანსამბლი შვიდკაცა
  • გოჩა ჭაბუკაიძე,
  • თამუნა გიორგაძე,
  • ლიკა გაჩეჩილაძე,
  • შოთიკო ჩიტიანი,
  • DJ-Harry Rules,
  • ანსამბლ სუხიშვილების აკადემიის მოცეკვავე-მსახიობების კვინტეტი
  • სამეჯლისო ცეკვების სტუდია - „თელას“ წამყვანი ქორეოგრაფი რაფაელ ანანიკიანი მეწყვილესთან ერთად.
საღამოს წაიყვანს უნიჭიერესი მსახიობი და იუმორისტი - პაატა გულიაშვილი, რომელიც კიდევ უფრო მხიარულს გახდის ახალი წლის ღამეს. ის არა მხოლოდ იუმორით, არამედ საკუთარი მუსიკალური პროგრამითა და მრავალენოვანი სადღეგრძელოებით გაგილამაზებთ საღამოს.

თუმცა ეს კიდევ არ არის ყველაფერი. 31 დეკემბრის ღამეს, „ვეფხი და მოყმეში“ თქვენ გელით უამრავი წამახალისებელი გათამაშება, ბევრი სიცილი, იუმორი და განწყობა, რომელიც ძალიან დიდხანს გაგყვებათ.
რესტორნის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და რადიო წამყვანი -მირანდა მაისურაძე, ასევე შეასრულებს ყველასთვის საყვარელ სიმღერებს.

საახალწლო ივენთი 23:30-საათზე დაიწყება და 06:00 საათამდე გაგრძელდება
აქვე გთავაზობთ რესტორნის სპეციალურ საახალწლო მენიუს:
  • ქათმის სალათი კლასიკური
  • ზეთის ხილი (შავი)
  • ყველის ასორტი
  • ფხალის ასორტი
  • მჟავის ასორტი
  • წითელი ხიზილალა
  • შემწვარი გოჭი
  • დედალი ბაჟეში
  • ტყემალი
  • შოთის პური
  • მჭადი
  • იმერული ხაჭაპური
  • ხორციანი ბლინი
  • ქამა სოკო კეცზე
  • შემწვარი კალმახი
  • ხბოს ჩაშუშული
  • აფხაზურა
  • იმერული კუპატი
  • ღორის მწვადი
  • ხილის ასორტი საფირმო
  • გოზინაყი
  • ევროპული ღვინო
  • შამპანური
ახალი წლის ივენთის ბილეთის ღირებულება, 250 ლარია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 595 60 11 11; 595 30 11 33
ვეფხი და მოყმეს საახალწლო ივენთი
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL