ჩინური კერძი - ქათმის კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს პოპულარობა საქართველოში ყოველდღიურად იმატებს. სწორედ ამიტომ, დღეს გადავწყვიტეთ ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული ჩინური კერძის რეცეპტი გაგაცნოთ. ქათმის კუნგ პაო, მომენტალურად იპყრობს გურმანების გულს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე - 500 გრამი
  • თეთრი ღვინო - 30 მლ
  • ზეთი - 60 მლ
  • სოიოს სოუსი - 30 მლ
  • სახამებელი - 15 გრამი
  • ცხარე წიწაკის სოუსი - 30 გრამი
  • ძმარი - 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი - 1 ჩაის კოვზი
  • მწვანე ხახვი - გემოვნებით
  • ნიორი - 1 კბილი
  • არაქისი - 70 გრამი
  • მარილი - გემოვნებით
 
მომზადების წესი;
 
პირველ რიგში მოამზადეთ მარინადი. ამისთვის კი, საჭიროა  1 სუფრი კოვზი სოიოს სოუსს დაუმატოთ 1 სუფრის კოვზ წყალში გახსნილი სახამებელი, 1 სუფრის კოვზი ღვინო და 1 სუფრის კოვზი ზეთი.
 
ამის შემდეგ, დაწეერით ქათმის ხორცი და ჩაალაგეთ მარინადში. დააფარეთ პარკი და გაააჩერეთ დაახლოებით 30-40 წუთით.
 
სანამ ქათამს  ამოიღებთ მარინადიდან, დაჭერით მიწის თხილი მსხვილად და მსუბუქად მოხალეთ. დანარჩენი ინგრედიენტებით კი, მოამზადეთ სოუსი.
 
გახურებულ ტაფაზე დაყარეთ ქათმის ხორცი, მოშუშეთ, შემდეგ დაასხით სოუსი და მიიყვანეთ შესქელებამდე. მას შემდეგ, რაც შესქელდება, დააყარეთ თხილი, ხახვი, მოურიეთ და დახლოებით 2 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან. გირჩევთ მიირთვათ ბრინჯთან ან ბოსტნეულთან ერთად.
 
უგემრიელესი ქათმის კუნგ პაო მზად არის. გემრიელად მიირთვით.

 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL