ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი კამპანია - „კეთილი განწყობით“
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი - „კეთილი განწყობით“ დაიწყო. როგორც infos.ge-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა- გიორგი გაბრიჩიძემ განუმარტა, ტურიზმის ინდუსტრიაში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, მარკეტინგული კამპანია უკვე დაიწყო. კამპანიასთან დაკავშირებით პრეზენტაცია “არტ ჰაუზში” გაიმართა და მას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
კეთლი განწყობით„საქართველოში მომსახურების მაღალი ხარისხის ერთ-ერთ შემაფერხებელი ფაქტორი, სერვისის სფეროში მომუშავე ადამიანებსა და მომხმარებლებს შორის არსებული არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულად განვითარებულ ქვეყნებში ტარდება. კამპანიის მთავარი იდეა, მომსახურების სფეროში დასაქმებულთა და და მომხმარებელთა მოტივაციის ამაღლებაა. მარკეტინგული კამპანია, გათვლილია როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანზე, ისე მომხმარებელზე".
კეთილი განწყობითკამპანიის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი აქტივობები:
  • სპეციალურად პროექტისთვის შემუშავდა კამპანიის ლოგო;
  • დამზადდა კამპანიის სარეკლამო სტიკერები, როგორც პროექტის დასახელებით „კეთილი განწყობით“, ასევე, სხვადასხვა სლოგანების გამოყენებით: #გაუღიმებარმენს, #გაუღიმეგამცილებელს, #გაუღიმეგიდს“ და სხვა.
  • მომზადდა საინფორმაციო - სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომლის გავრცელება მოხდება სოციალური ქსელის მეშვეობით.  
  • შეიქმნა კამპანიის ფეისბუქ გვერდი.
  • დაიგეგმა გამოწვევის აქტივობები ინსტაგრამზე.
  • ტურიზმის სფეროში არსებული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მეტრო სადგურებში და ავტობუსის გაჩერებებზე, განთავსდება სარეკლამო ბანერები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები (მიმტანი, სასტუმროს დიასახლისი, გიდი და სხვა);
  • თბილისში, ტურისტულად დატვირთულ ადგილას მოეწყობა ღიმილის კედელი, რომელზეც გაიკვრება, როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების ფოტოები, ასევე იმ ადამიანების ფოტოები, ვინც ფეისბუქ გვერდის გამოწვევის კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას.
  • ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდება ინოვაციური AI (ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიის მონიტორები და გამოსახული იქნება მომსახურების სფეროს წარმომადგენლების პორტრეტები, რომლებიც მოღუშული სახით გვიმზერენ. პორტრეტი გაიღიმებს მაშინ, როდესაც კამერის წინ მდგომი გამვლელი თავდაპირველად მას გაუღიმებს.
კეთილი განწყობით
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL