ინდური ჩაი

ყველასთვის ცნობილია, ის ფაქტი, რომ ინდური ჩაი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. მისი გამორჩეული გემო, განსაკუთრებული შემადგენლობის დამსახურებაა და სწორედ ამიტომ, დღეს ინდური ჩაის რეცეპტს გაგაცნობთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • წყალი - 1ლ.
  • ჩაი - 4 სუფრის კოვზი
  • ილის მარცვალი - 4 ცალი
  • რძე - 1 ჭიქა
  • შაქარი - გემოვნებით
მომზადების წესი:
პირველ რიგში, აუცილებლად აადუღეთ წყალი. წამოდუღების პროცესშივე დაუმატეთ ილის მარცვალი და ჩაი. ამის შემდეგ, 5 წუთი ადუღეთ და დაუმატეთ შაქარი. მალევე ჩაასხით რძე,  კარგად წამოადუღეთ და დაასხით ჭიქებში. გირჩევთ ჭიქებში სპეციალური საწურის საშუალებით ჩაასხათ, რათა ილის მარცვალი და ჩაის ფოთლები არ გამოყვეს.

უგემრიელესი ინდური ჩაი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ინდური ჩაი
 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL