ოსპის კრემ-სუპი

ჯანსაღი, სასარგებლო, გემრიელი და ვიტამინებით სავსე - დღეს სწორედ ასეთი წვნიანის რეცეპტს გაგაცნობთ. ოსპის კრემ-სუპი არამარტო მოზრდილებისა თუ ბავშვებისთვის, არამედ წონაში დაკლების მსურველთათვისაც სასარგებლო საჭმელია, რადგან სავსეა ვიტამინებითა და ცილებით.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ოსპი - 300 გრამი
  • სტაფილო - 200 გრამი
  • ტომატ-პასტა - 1 სუფრის კოვზი
  • ხახვი - 200 გრამი
  • კბილი ნიორი - 2-3 კბილი
  • მარილი - გემოვნებით
  • ზეთი - 1 სუფრის კოვზი
  • პილპილი - გემოვნებით
  • წყალი - 1 ლიტრი
მომზადების წესი:
პირველ რიგში ჩაასხით ქვაბში 1 სუფრის კოვზი ზეთი, გააცხელეთ და ჩაყარეთ დაჭრილი ნიორი და ხახვი. მას შემდეგ, რაც ზეთში ჩაყრილი ინგრედიენტები შეოქროსფერდება,  დაუმატეთ ტომატის პასტა, აურიეთ და 1 წუთის შემდეგ გახეხილი სტაფილოც ჩაამატეთ.

2- 3 წუთის შემდეგ, ჩაყარეთ გარეცხილი ოსპი და ჩაასხით ცხელი წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ დაახლოებით 20-25 წუთი. როცა მიხვდებით, რომ თითქმის მზად არის, მოაყარეთ მარილი, პილპილი და გადაიტანეთ მასა ბლენდერში. დააბლენდერეთ და თეფშზე გადატანის შემდეგ, გირჩევთ მიირთვათ არაჟნით.

უგემრიელესი ოსპის კრემ-სუპი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ოსპის კრემ-სუპი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL