პირველი „გლემფინგ“ კოტეჯები საქართველოში
2018 წლის ივნისში პროფესიით ფინანსისტმა და ბიზნესმენმა - გიორგი ისაკაძემ, რაჭას სიახლე შემატა. Glamping Georgia Krikhi საქართველოში პირველი „გლემფინგ“ კოტეჯია, რომელიც ამბროლაურის რაიონში, სოფელ კრიხში სწორედ გიორგიმ გახსნა. „გლემფინგი“ წარმოადგენს ადგილს, სადაც ველური ბუნება და კომფორტი ერწყმის ერთმანეთს.
glamping georgiaკრიხის მთის ფერდობზე მდგარი კოტეჯები, სრულიად ახალი სიტყვაა ქართულ რეალობაში. უსაფრთხოების სრული ნორმების დაცვით, ეს არის ადგილი, სადაც დასვენება ნამდვილად ბედნიერებასთან ასოცირდება. infos.ge-ს კითხვაზე, თუ რატომ დაებადა მსგავსი სიახლის იდეა, გიორგიმ შემდეგნაირად გვიპასუხა:

„ზოგადად საქართველოს ბუნება ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლებს და ყოველთვის მიკვირდა, აქამდე რატომ არავის მოუნდა მსგავსი კოტეჯების დადგმა. ეს არის სიახლე, რომელიც იდეალურად ერგება საქართელოს ბუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 კოტეჯით შემოვიფარგლები, 2019 წლიდან აუცილებლად შევმატებ ტერიტორიას რამდენიმე კოტეჯსა და კვების ობიექტს“.
glamping georgiaროგორც გავიგეთ, თითოეულ კოტეჯში 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ორივე კოტეჯი აღჭურვილი ჰიგიენის საშუალებებით, wifi-ით, მინი სამზარეულოთი, მინი კინოთეატრით, აბაზანითა და საპირფარეშოთი. კოტეჯები გადახურულია ტენტით, ამ ყველაფერს კი, ერთვის ტერასა ულამაზესი ხედებით, რომელიც წელიწადის ნებისმიერ სეზონზე მოახდენს შთაბეჭდილებას თქვენზე. კოტეჯებს ასევე აქვს პატარა ბაღი, სადაც სტუმრებს ველოსიპედით გასეირნების საშუალება ეძლევათ.
glamping georgiaროგორც გიორგიმ განგვიმარტა, 1ღამე პერსონის ღირებულება საუზმით, 120 ლარს შეადგენს, ყოველ მომდევნო პერსონაზე კი, ფასი იზრდება 20 ლარით.
glamping georgiaერთი წამით მაინც რომ წარმოიდგინოთ, რამხელა ნეტარებაა წვიმიან ამინდში, ტყეში, მინებიან კოტეჯში ყოფნა, საიდანაც საოცარი ხედები იშლება, ირგვლივ მხოლოდ ბუნებაა და თქვენ ამ ყველაფრის ფონზე, სრულ კომფორტში საყვარელ ფილმს უყურებთ. ეს არის ის, რის გამოც გიორგის აუცილბლად უნდა ვუსურვოთ  წარმატებები და კრიხის მთას კიდევ უფრო მეტი კოტეჯი.
glamping georgia
glamping georgia
glmaping georgia
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL