ლაჰათ-ლუხუმი

დღეს ყველასთვის კარგად ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი ტკბილეულის რეცეპტს გაგაცნობთ. ლაჰათ-ლუხუმის მომზადებას, სახლშიც ძალიან მარტივად შეძლებთ და მერწმუნეთ, ძალიან გემრიელი გამოგივათ.  

საჭირო ინგრედიენტები:

  • შაქარი - 1 ჭიქა
  • წყალი - 1 ჭიქა
  • სიმინდის სახამებელი - 1 ჭიქა
  • შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
  • ვანილი - 0.2 სუფრის კოვზი
  • ლიმონის მჟავა - დანის წვერით
 მომზადების წესი:
 პირველ რიგში, შაქრისგან და წყლისგან მოადუღეთ სიროფი და ჩააყარეთ სახამებელი, თან განუწყვეტლივ ურიეთ. მას შემდეგ, რაც წამოდუღდება, შეურიეთ ვანილი და ლიმონის მჟავა. მიღებული მასა გადაიტანეთ განიერ თეფშზე, 4 საათის შემდეგ კი, დაჭერით კუბიკებად და ამოავლეთ შაქრის პუდრაში.
 
უგემრიელესი ლაჰათ-ლუხუმი მზად არის. გემრიელად მიირთვით.

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL