სად გავატაროთ დასვენების დღეები 14-15 დეკემბერს
infos.ge ტრადიციას არ არღვევს და თქვენთვის კვირის გამორჩეული ივენთების გაცნობას განაგრძობს. ჩვენ ვცდილობთ თქვენი ვიქენდი განსაკუთრებული გავხადოთ და გირჩიოთ, თუ სად გაატაროთ საუკეთესო საღამო 14-15 დეკემბერს.

ელექტრონული მუსიკა - პირველად საქართველოში, 15 დეკემბერს TREEBAL წარმოგიდგენთ გლობალური ფსაიტრანს სცენის ერთ-ერთ მთავარ ფიგურასა და თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს დიჯეის - ACE VENTURA-ს SPACEHALL-ში.

Ace Ventura by Yoni Oshrat - გლობალური ფსაიტრანს სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტი და Iboga Records-ის წევრია. იგი ცნობილია თავისი უაღრესად პოპულარული მიქსებითა და ხანგრძლივი DJ სეტებით, რომლებსაც მთელი მსოფლიოს გარშემო, ყველა მნიშვნელოვან ფსაიტრანს ფესტივალზე მოისმენთ. Ace Ventura-ს პროექტის უკან, ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსი - Yoni Oshrat დგას, რომელიც წარმატებულ მოღვაწეობას უკვე ორი ათეული წელია განაგრძობს. Ace Ventura-ს სეტებსა და ლაივებს მთელი მსოფლიოს გარშემო შეხვდებით. იგი უკრავს ყველა შესაძლო ვენიუსა და დიდ ფესტივალზე, როგორებიც არის Boom, Ozora, Antaris, Psy-Fi, Tribe, Rainbow Serpent, Summer Never Ends და მრავალი სხვა.

ACE VENTURA-ს გარდა, SPACEHALL-ის სცენაზე ასევე გამოვლენ:
Acidwave - ორი ქართველი არტისტის, ირაკლი დავარაშვილის (MARCUSS) და დავით ჯანაშვილის (ADDITIVV) ფსაიტრანს პროექტი, რომელიც 2016 წელს შეიქმნა. Acidwave-ის სეტები ძირითადად Progressive Psytrance და Full-On ჟღერადობით ხასიათდება.

Obri & Zen - ფსიქოდელიური ლაივ აქტ დუო, რომელიც GeoPsy-ს ორი წევრისგან შედგება. მათი ლაივი წარმოადგენს თავიანთ ხანგრძლივ მოგზაურობას ჟღერადობასა და სინთეზში, რომელიც სავსეა ღრმა ემბიენტ ტექნო და ჰიპნოტური Acid ხმებით.

Oogway- ქართველი არტისტის, გიგი გაბაძის პროექტი. მისი დიჯეის კარიერა 2015 წელს დაიწყო. ინდოეთში მოგზაურობამ, მას ფსიქოდელიური მუსიკა შეაყვარა და გადაწყვიტა ამ მიმართულებით გაეგრძელებინა მოღვაწეობა. 2017 წელს, გიგი ლოკალურ სცენაზე Oogway-ს სახელით გამოჩნდა. 

Presale I: 20 GEL (SOLD OUT)
Presale II: 30 GEL (SOLD OUT)
Presale III: 40 GEL
At Door: 50 GEL
https://www.facebook.com/events/2194078214250230/
spacehall

ცოცხალი მუსიკა - პარასკევს, 14 დეკემბერს Backstage76 წარმოგიდგენთ Kid Jesus acoustic live-ს. KID Jesus ჩამოყალიბდა 2012 წელს,  ლევან შანშიაშვილის (გიტარა, ვოკალი), ცოტნე ჩიქობავასა (ბასი) და არჩილ შიოშვილის (დრამი) მიერ, რათა შეექმნათ საუკეთესო ინდი-ჯიზაზ-როკ მუსიკა. მუსიკოსები პირველად „აივანი season 2“-ზე წარსდგნენ თბილისი ივენთ ჰოლში. 2012 წელს KID Jesus გახდა გამარჯვებული ისეთი მასშტაბური პროექტისა, როგორიცაა - Tbilisi Newcomers 2012. 2013 წელს KID Jesus ერთადერთი ქართული ბენდი იყო Tbilisi Open Air-ზე, ისეთი მუსიკოსების გვერდით, როგორებიცაა - The Subways, Modeselektor, Tricky. მალევე მათ გამოუშვეს პირველი სინგლი, სახელწოდებით - „Hikikomori“, რის შემდეგაც ლევან შანშიაშვილმა მარტომ განაგრძო მუშაობა. ამ დრომდე KID Jesus ძირითადად აკუსტიკურ ლაივებს ატარებს და იღებს მონაწილეობას ლოკალურ ფესტივალებზე. ახლახანს გამოვიდა KID Jesus-ის პირველი ალბომი სახელწოდებით "White Rat".
დასაწყისი:  21:00 საათი
ბილეთის საფასური: 7 ლარი
მისამართი: ვაკის პარკი
https://www.facebook.com/events/261791941357358/
Backstage76

თეატრი - 10, 11, 12, 14 დეკემბერს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი მცირე სცენაზე, წარმოგიდგენთ სპექტაკლის - "ხომ არ აფრენ?!" პრემიერას. იან ტაატეს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი - რუსუდან ბოლქვაძეა. თარგმანი - ირინე ჯავახიძე; მხატვარი - მარიამ ხაჭაპურიძე; მუსიკალური გაფორმება - რუსუდან ბოლქვაძე; ქორეოგრაფი - კახა შარტავა; რეჟისორის ასიტენტი - ელენე მონასელიძე.

მონაწილეობენ: გიორგი ბოჭორიშვილი, მაია გელოვანი, ვანო დუგლაძე, ანა მატუაშვილი.

„ხომ არ აფრენ?!“  სიურეალისტური კომედიაა ოჯახურ დრამაზე,  თუმცა, მთავარი სათქმელი სცდება ოჯახური ცხოვრების საზღვრებს, კომფორტულ რუტინაში დაკარგულ ადამიანს და ზოგადად ადამიანური ბედნიერების არსს ეხება. მივლინებიდან დაბრუნებული ცოლი ქმარს უცხადებს, რომ აეროპორტში ვინმე მანფრედი გაიცნო, მასთან რამდენიმე დღე გაატარა და შეყვარებულია. ქმართან ცხოვრება მოსაწყენი გახდა, მაფრედთან კი, ქალს მენტალური თავსებადობა აქვს, თავს ბედნიერად გრძნობს და გადაუწყვეტია, რომ სამივემ ერთად იცხოვროს. ცხოვრების არანორმალურ რიტმს აყოლილი, ყოფით წვრილმანებში ჩაფლული ადამიანები, შეძლებისდაგვარად ცდილობენ თავისი წილი ბედნიერების მოპოვებას და შენარჩუნებას. საბოლოოდ, პირისპირ მარტოდ დარჩენილი ცოლ-ქმარი ხვდება, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იპოვო სიყვარული, ოჯახური ბედნიერება კი, სწორედ ყოველდღიურ წვრილმანებში შეიძლება იყოს.

სპექტაკლის ხანგრძლივობა - 110 წუთი.
ბილეთის ფასი: 10 ლარი
https://www.facebook.com/events/652869398440904/
ხომ არ აფრენ - თეატრი

გამოფენა Silk Factory Studio - "აბრეშუმის გალერეა" გიწვევთ თეონა პაიჭაძის პერსონალურ გამოფენაზე, დათო ევგენიძის ბენდთან ერთად. გამოფენის გაიხსნება 15 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე. დასწრება თავისუფალია.

გამოფენის კონცეფცია ეფუძნება თეონა პაიჭაძის შემოქმედებას, რომელიც ინსპირირებულია პირადი გამოცდილებით – მხატვრის მონოლოგი, ინტიმური სიახლოვე განსაზღვრავს სხეულის რაობას დროსა და სივრცეში. ბრუტალური მასალა – ალუმინის ზედაპირი დამუშავებული ბეჭდური, პოლიგრაფიული საღებავით მხატვრის ექსპერიმენტულ მცდელობებს ეფუძნება და აერთიანებს სხვადასხვა თემას, სერიასა და ნამუშევარს.
მის: მ.კოსტავას ქ.59 (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა)
https://www.facebook.com/events/497788484044898/
თეონა პაიჭაძე - გამოფენა

კინოჩვენება14 დეკემბერს, 20:00 საათზე ახალი მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში, კლეი კაიტისის საოჯახო კომედიის - „საშობაო ქრონიკების“ ჩვენება გაიმართება. „საშობაო ქრონიკები“  საშობაო არდადეგებზე განვითარებულ თავგადასავალზე მოგვითხრობს, რომლის მონაწილეებიც და-ძმა - კეიტი და ტედი პირსები არიან. ისინი ცდილობენ სანტა კლაუსი ვიდეო კამერით გადაიღონ მისი რეალურობის დასამტკიცებლად, რის შემდეგაც იწყება სირთულეები და შობის მოსვლა საფრთხის წინაშე დგება.

„საშობაო ქრონიკები“ გახლავთ ახალი, 2018 წლის ფილმი, კრის კოლუმბის პროდიუსინგით, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც აუდიტორიისათვის განსაკუთრებით საყვარელი ფილმების - „მარტო სახლში“, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ პროდიუსერს.

ჩვენების ორგანიზატორი: დავით დავითიანი; რეჟისორი: კლეი კაიტისი; ქვეყანა: აშშ; ენა: ქართული; წელი: 2018; ხანგრძლივობა: 1 საათი 44 წუთი;

ჩვენება გაიმართება კაფეს სივრცეში. ადგილის სიმცირისგამო, დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 ადამიანი. ამისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.

დასწრება თავისუფალია.
https://www.facebook.com/events/206605226887248/
საშობაო ქრონიკები - კინოჩვენება

 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL