ჭარხლის სალათი ფორთოხლით

დღეს უგემრიელესი, დაბალკალორიული და სასარგებლო სალათის რეცეპტს გაგაცნობთ. ჭარხლისა და ფორთოხლის სალათის რეცეპტი, საუკეთესო  გამოსავალია დიეტაზე ყოფნის დროს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფორთოხალი - 2 ცალი
  • ყველი - 150 გრამი
  • ჭარხალი - 3 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • მარილი - გემოვნებით
  • ზეთი ან ლიმონის წვენი - გემოვნებით
მომზადების წესი:
პირველ რიგში გათალეთ, გაასუფთავეთ ფორთოხალი და დაჭერით პატარა კუბიკებად. ასევე დაჭერით ჭარხალიც და შეურიეთ ფორთოხალს. მოაყარეთ ყველი, დაჭრილი ხახვი, მარილი და შეაზავეთ ზეთით ან ლიმონის წვენით. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამატოთ დაჭრილი ზეთისხილიც.

უგემრიელესი ჭარხლის სალათი ფორთოხლით მზად არის. გემრიელად მიირთვით.

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL