ჭარხლის რავიოლი

უგემრიელესი იტალიური რავიოლის უამრავი რეცეპტი არსებობს და თითოეული მათგანი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ ჭარხლის რავიოლის რეცეპტი გაგაცნოთ და სულ ცოტახნით მაინც გაგრძნობინოთ თავი იტალიაში.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • ჭარხლის წვენი - 1/2 ჭიქა
  • კვერცხი - 2 ცალი
  • რიკოტა ან ნადუღი - 1 ჭიქა
  • გახეხილი პარმეზანი - 1/2 ჭიქა
  • მარილი გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
 
მომზადების წესი:
პირველ რიგში დაჭერით ჭარხალი კუბიკებად, დააქუცმაცეთ ბლენდერში და გაწურეთ. ფქვილს დაუმატეთ კვერცხი, მარილი, ჭარხლის წვენი და მოზილეთ მაგარი ცომი. ცომს გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათით. დროის გასვლის შემდეგ, ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით პატარა წრეებად ან ოთხკუთხედ ფირფიტებად. 

რაც შეეხება გულსართს, რიკოტა, პარმეზანი, მარილი, პილპილი აურიეთ ერთმანეთს და დაადეთ დაჭრილ ცომს. ზემოდან კი, ცომის მეორე ფირფიტა დააფინეთ და შეაწებეთ გვერდები ჩანგლით. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ რავიოლები და ხარშეთ  5-7 წთ.

უგემრიელესი ჭარხლის რავიოლი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
რავიოლი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL