სასიამოვნო სიახლე რესტორნისგან - „ჩემო კარგო“
მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები, გემოვნებით შერჩეული მუსიკა და პროფესიონალთა გუნდი – ეს ის სერვისებია, რასაც მომხმარებელს რესტორანი „ჩემო კარგო“ სთავაზობს.
ჩემო კარგო2004 წლიდან, „ჩემო კარგოს“ რესტორნების ქსელს, მომხმარებელი „ორიგინალის“ სახელით იცნობდა, თუმცა 2 წლის წინ, კომპანიამ რებრენდინგი დაიწყო. სწორედ რებრენდინგის შემდეგ შეიქმნა ორიგინალი ჯგუფი და რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“.

გარდა იმისა, რომ რესტორანში მისულს არაჩვეულებრივი გარემო დაგხვდებათ, ანალოგიურად არაჩეულებრივია კერძებიც, რომელიც მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან მზადდება. infos.ge რესტორნის მარკეტინგის მენეჯერს - სალომე სირბილაძეს ესაუბრა და როგორც გავიგეთ, მოხევური ხინკლისთვის კვლიავი - ყაზბეგიდან, ჭადის ფქვილი - სამეგრელოდან, კუბდარის სუნელები - მესტიიდან, ნედლი ხორცის მიღება კი, კახეთიდან ხდება.
ჩემო კარგოსაინტერესოა ის ფაქტიც, რომ „ჩემო კარგოს“ მენიუსთვის სპეციალურად შეიქმნა კუთხური მიქსები, რომლებსაც კონკრეტული კუთხის სიმღერის სახელწოდებები აქვს. მაგალითად: კახური მრავალჟამიერი, რომელშიც შედის - ხაშლამა, გუდის ყველი, დედას პურები, სალათი კახური ზეთით და კახური ღვინო. თითოეული მიქსი შედგება კუთხის დამახასიათებელი კერძებისგან.
ჩემო კარგორაც შეეხება სიახლეს, რომლითაც infos.ge დაინტერესდა, ახალი ფილიალის გახსნაა. როგორც სალომემ განგვიმარტა, ახალი მასშტაბური ობიექტი - „ჩემო კარგოს ქარხანა“ ბელიაშვილის ქუჩაზე გაიხსნება.

„ჩვენი ქსელი დღითიდღე ფართოვდება და სულ მალე ჩვენს „ოჯახს“ ახალი ფილიალი შეემატება. განსხვავებით  სხვა ობიექტებისგან, აქ გელით დიდი სიახლე. ორიგინალი ჯგუფი იწყებს უმაღლესი ხარისხის „კრაფტ“ ლუდის წარმოებას და ქარხანა სწორედ ამ ობიექტზე განთავსდება. პირდაპირ თქვენს თვალწინ, გერმანული ალაოსგან შეიქმნება უმაღლესი ხარისხის ახალი, ქართული „კრაფტ“ ლუდი. იგეგმება ოთხი  სახეობის ლუდის წარმოება, რომელთა დაგემოვნების საშუალება, ჩვენი რესტორნების ქსელში იქნება. გარდა ამისა, სულ მალე ჩვენს მომხმარებლებს შეეძელბათ ლუდის ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა. ცოცხალი ლუდის ტრანსპორტირება, მოხდება სპეციალური ჭურჭლით, რომლის მეშვეობითაც შენარჩუნდება გემო და ტემპერატურა“.
ჩემო კარგოაქვე გეტყვით, რომ რესტორანი „ჩემო კარგო“ გთავაზობთ სწრაფ, მოქნილ და მარტივ აპლიკაციას, რომლის დახმარებითაც შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ და შეუკვეთოთ საყვარელი კერძი, რომელსაც სასურველ ადგილას მოგიტანენ. ასევე, თქვენი კომფორტისთვის 2017 წელს შეიქმნა ვებ-გვერდი -www.chemokargo.ge , რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას დაათვალიეროს სიახლეები, მიიღოს ინფორმაცია „ჩემო კარგოს“ დაგეგმილი ივენთების შესახებ და დაჯავშნოს რესტორანი.
ჩემო კარგოსასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ რესტორანი სრულად არის აღჭურვილი შშმ პირებისთვის. ყველა ობიექტზე გათვალისწინებულია პანდუსები და სპეციალური ლიფტები, ასევე საპირფარეშო ყველაზე მოსახერხებელ ადგილას.

რესტორანი ცოტნე დადიანის 108 ნომერსა და ომარ ხიზანიშვილის 41 (ახალი მისამართი ილია ვიეკუას 51) ნომერში მდებარეობს. ახალი ფილიალი კი, აკაკი ბელიაშვილის 25 ნომერში გაიხსნება.
„ჩემო კარგოს“ ობიექტები ყოველდღე, 10:00 საათიდან 01:00 საათამდე მუშაობს.
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL