სტაფილოს დიეტური სალათი

დღეს ძალიან მარტივი, გემრიელი და რაც მთავარია დიეტური სალათის რეცეპტს გაგაცნობთ. მის მოსამზადებლად სულ რამდენიმე ინგრედიენტი და ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ, შედეგად კი მართლაც ძალიან გემრიელ სალათს მიიღებთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • სტაფილო - 300 გრამი
  • კვერცხი - 4 ცალი
  • არაჟანი - 60 გრამი
  • ნიორი - 1 კბილი
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
პირველ რიგში მოხარშეთ სტაფილო და კვერცხი. მას შემდეგ, რაც ინგრედიენტები მოიხარშება, სტაფილო გაფცქვენით და გახეხეთ. რაც შეეხება კვერცხს, შეგიძლიათ კუბიკებად დაჭრათ ან ისიც გახეხოთ. სტაფილოს და კვერცხს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, პილპილი და მარილი, ასევე შეგიძლიათ სასურველი მწვანილიც დაამატოთ. ინგრედიენტები კარგად აურიეთ და სალათი ცოტახნით მაცივარში შედგით.

უგემრიელესი სტაფილოს სალათი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
სტაფილოს დიეტური სალათი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL