ცივი ჩაი ლაიმით

ვინაიდან ნელ-ნელა დათბა და ზამთრის ცივი დღეები გადავაგორეთ, დროა ზაფხულისთვის მოვემზადოთ და უგემრიელესი ცივი ჩაის რეცეპტი გაგაცნოთ. ცივი ჩაი ლაიმით, ერთ-ერთი უგემრიელესი გამაგრილებელი სასმელია, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივია და სულ რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდება.

საჭირო ინგრედიენტები:

  • მდუღარე წყალი - 1 ⁄ 2  ლიტრი
  • შავი ჩაის ერთჯერადი პაკეტი - 6 ცალი
  • თეთრი შაქარი - 1/2 ჭიქა
  • ლაიმი - 4 ცალი
მომზადების წესი:
პირველ რიგში, ლაიმი გაწურეთ და შეინახეთ წვენი. დიდ თასში ან ქილაში მოათავსეთ 6 ცალი შავი ჩაის ერთჯერადი პაკეტი, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 45 წუთით. დროის გასვლის შემდეგ, ამოიღეთ ჩაის პაკეტები, შეურიეთ შაქარი და ლაიმის წვენი. ურიეთ მანამ, სანამ შაქარი არ გადნება. სასმელი გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და სანამ დააგემოვნებთ,  შედგით მაცივარში. შეგიძლიათ მორთოთ პიტნის ფოთლებით.

უგემრიელესი ცივი ჩაი ლაიმით მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ცივი ჩაი ლაიმით

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL